საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 291. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 290 7 მუხლით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსის 228 2 მუხლის მე-2 ნაწილითა და 228 3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე კოდექსის 129 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ კოდექსის 129 1 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

2.თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან დამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია სხვა მიზეზებით, დაჯარიმების შესახებ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება წარმოებს აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით.

3.ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთი ქონებიდან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო დოკუმენტებით არ არის განსაზღვრული.

4.იმ სატრანსპორტო საშუალებაში კონტრაბანდის საგნების აღმოჩენისას , რომლის მფლობელს არ აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი , მას ჯარიმა გადახდება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად .

5.ამ კოდექსის 115 1 , 116-ე, 118-ე–118 4 , 119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 127 1 , 129 1 , 152 7 და 152 8 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას სამართალდამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე სამართალდამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევით ახორციელებს აღმასრულებელი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №214 – სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.130 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4684 – ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4750 – ვებგვერდი, 10.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4335 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4337 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №571 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 ნოე. 2021 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  3. · გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  4. · გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  5. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  6. · გამოქვეყნდა 9 სექ. 2021
  7. · გამოქვეყნდა 10 ივნ. 2019

    291-ე მუხლის შესაბამის ნაწილში ახალი რედაქციით 152⁷ და 152⁸ მუხლები დაემატა იმ სამართალდარღვევებს, რომელთა ჯარიმასაც აღმასრულებელი იძულებით აღასრულებს უფლების არქონის შემთხვევაში. 117-ე მუხლი ჩამონათვალში აღარ ჩანს და ტერმინოლოგია „სამართალდამრღვევზე“ გადავიდა.

  8. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    291-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლითაც ამ კატეგორიის მფლობელის ჯარიმა საბაჟო კოდექსის მიხედვით განისაზღვრება.

  9. 291-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა მითითება, რომ 129¹ მუხლით დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება ამ მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის მიხედვით.

  10. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  11. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2010

    291-ე მუხლის 1-ლ ნაწილში ტერმინოლოგია დაზუსტდა და გამონაკლისად დაემატა 228² და 228³ მუხლების მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.

  12. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    291-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებში ჯარიმის გადახდევინებისა და იძულებით აღსრულების სუბიექტად სახელდება „აღმასრულებელი“ „სასამართლო აღმასრულებლის“ ნაცვლად.

  13. · გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    291-ე მუხლის მე-5 ნაწილში გაფართოვდა სამართალდარღვევათა ჩამონათვალი (127-ე მუხლის დამატებით), ამოღებულია ჯარიმის მართვის უფლების ჩამორთმევით ჩანაცვლება და დაზუსტდა, რომ მართვის უფლება მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასაც.

  14. · გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    291-ე მუხლი დაიყო ნაწილებად და დაემატა მე-5 ნაწილი, რომლითაც ჯარიმა ზოგ სამართალდარღვევაზე იცვლება მართვის უფლების ჩამორთმევით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90⁹90⁶290⁷129¹152⁸228²228³290290¹290³290⁹28381827291
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საბაჟო კონტროლის გვერდ…სააღსრულებო წარმოებათა…შენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა