დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37⁴. მონაწილის მიუღებელი სარგებელი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება და მონაწილის მიუღებელი სარგებელი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის დამატებული 5 პროცენტული პუნქტის ოდენობით. მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაირიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. დამსაქმებელს ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაეკისრება ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.

2.მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა წყდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებით.

3.მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა არ წყდება ამ სარგებლის დარიცხვის შესახებ საპენსიო ფონდის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებით.

4.მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა არ წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამსაქმებლის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან სათანადო რეჟიმის დასრულებამდე, აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის მოქმედების პერიოდში.

5.დამსაქმებელს ამ მუხლით გათვალისწინებული მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაეკისრება ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.

6.მონაწილის მიუღებელი სარგებელი ირიცხება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 17 სექ. 2026

    37⁴ მუხლი განსაზღვრავს მიუღებელი სარგებლის დარიცხვის საფუძველს, განაკვეთს (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი + 5 პროცენტული პუნქტი), შეწყვეტის შემთხვევასა და ჩარიცხვას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18165³14933³37⁶37³37²15139975637⁴
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…მეწარმეთა შესახებსაგადახდო სისტემისა და…სახელმწიფო პენსიის შეს…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა