სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 7 (დანართი 1). ფილიალის გახსნა და მისი საქმიანობის შეწყვეტა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სგს, ფილიალის გახსნის მიზნით, ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №2).

2.სგს-ის განცხადებას უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ასევე, ინფორმაცია ფილიალის გახსნის მომენტისთვის სგს-ის სათავო დაწესებულების, ფილიალებისა და სასაწყობე ფართის ადგილსამყოფელის შესახებ (დანართი №3).

3.ფილიალი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს.

4.ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფილიალის გახსნაზე ნებართვის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სგს-ს სარეგისტრაციო ნომრით.

5.ფილიალის საქმიანობის ნებართვის/უარის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება იმ სგს-ს საფირმო სახელწოდება და რეგისტრაციის ნომერი, რომლის ფილიალზეც გაიცემა ნებართვა/უარი და ფილიალის მისამართი და ნებართვის გაცემის თარიღი.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

7.თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

8.ფილიალის/ფილიალების საქმიანობაზე პასუხისმგებელია სგს.

9.ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სგს-ს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები.

10.სგს-ს ყველა არსებული ფილიალის საქმიანობა წყდება სგს-ს რეგისტრაციის გაუქმებისას.

11.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს ცალკეულ ფილიალს.

12.ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

13.ფილიალის გახსნაზე ნებართვის/საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი მონაცემები აისახება ეროვნული ბანკის სგს-ების სარეგისტრაციო ელექტრონულ რეესტრში.

14.თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს ფილიალის/ფილიალების საქმიანობის ნებართვის მიღებაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

15.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, უარი განუცხადოს სგს-ს ფილიალის საქმიანობის ნებართვის გაცემაზე, თუ: ა) სგს-ს არ აქვს გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმა; ბ) სგს არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242014¹⁰43¹8²71114 (და…9 (და…1 (და…127 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსესხის გამცემი სუბიექტ…კომერციული ბანკების სა…არასაბანკო სადეპოზიტო …სააღსრულებო წარმოებათა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა