1.სგს-დ პირისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება და არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) სგს-დ რეგისტრაციამდე კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, ახალი სესხის გაცემა ან/და პორტფელის შეძენა; გ) მოზიდული აქვს ფულადი სახსრები ისეთი პირისგან, რომელიც არ არის კომპანიის უშუალო მესაკუთრე, ბენეფიციარი მესაკუთრე ან/და საფინანსო ინსტიტუტი; დ) გაშვებული აქვს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარსადგენად ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადა; ე) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილია სიყალბე ან/და წარდგენილია არაზუსტი ინფორმაცია; ვ) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ წესით და ეროვნული ბანკის სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; ზ) დაინტერესებული პირი წარმოადგენდა იმ მეწარმე სუბიექტს ან/და დაინტერესებული პირის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი/პარტნიორი/ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენდა იმ მეწარმე სუბიექტის ადმინისტრატორს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერს/პარტნიორს/ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომელსაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“, „ი 1 “, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა 2 წელი ან ძალაშია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.
2.რთული სადამფუძნებლო სტრუქტურა შესაძლოა გახდეს სგს-დ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

