პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 12. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა  შეიძლება ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.

2.ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი დიპლომი/დიპლომები.

3.ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.

4.საქართველოს მოქალაქე ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა პირი ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

5.პროფესიული სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისთვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში ეთვლება. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4162 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა  შეიძლება ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. 2. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი დიპლომი/დიპლომები. 3. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო. 4. საქართველოს მოქალაქე ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა პირი ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 5. პროფესიული სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისთვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში ეთვლება. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4162 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 21 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში ერთობლივი დიპლომის გვერდით დაემატა დიპლომების გაცემის შესაძლებლობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
634¹49¹46¹47²16¹2 (და…4 (და…71391012
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …უმაღლესი განათლების შე…ეროვნული საკვალიფიკაცი…ზოგადი განათლების შესა…განათლების ხარისხის გა…სპეციალური პროფესიული …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა