პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 10. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2.მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა კრედიტებით უნდა იყოს გაანგარიშებული.

3.მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს: ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე; ბ) ამ კანონის შესაბამისად, ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები დგინდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.

6.საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ და პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულმა პირმა შეიძლება ერთობლივად განახორციელონ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი/მხოლოდ ის მოდული, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვთ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა კრედიტებით უნდა იყოს გაანგარიშებული. 3. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს: ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე; ბ) ამ კანონის შესაბამისად, ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები დგინდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო. 6. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ და პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულმა პირმა შეიძლება ერთობლივად განახორციელონ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი/მხოლოდ ის მოდული, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვთ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34¹46¹50¹49¹2216¹2 (და…4 (და…2 (და…171292710
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …უმაღლესი განათლების შე…განათლების ხარისხის გა…ეროვნული საკვალიფიკაცი…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა