Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ენის შესახებმუხლი 36

სახელმწიფო ენის შესახებ

მუხლი 36. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვასა და პოპულარიზაციას, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. იგი ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

2.სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4.სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

5.სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6.სახელმწიფო ენის დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარებისა და გამოყენების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას; ბ) შეიმუშავებს და გამოსცემს სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისათვის აუცილებელ ნორმატიულ აქტებს; გ) ზედამხედველობს ამ კანონის შესრულებას; დ) ქმნის სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიას და კომისიის მიერ შემუშავებულ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას; ვ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აძლევს რეკომენდაციებს ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად; ზ) ამ კანონისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სახელმწიფო ორგანოს დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მოთხოვნით; თ) ახორციელებს საინფორმაციო და მეთოდური უზრუნველყოფის ღონისძიებებს სახელმწიფო ენის სფეროში; ი) ახორციელებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

7.სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

8.სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა სავალდებულოა.

9.სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად სახელმწიფო ორგანოებისაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან და ინდივიდუალური საწარმოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოებისა და პირების მიერ სახელმწიფო ენის დეპარტამენტისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა ინფორმაციის მიუწოდებლობად ჩაითვლება. ინფორმაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარედგინოს. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვასა და პოპულარიზაციას, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. იგი ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. 2. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 5. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 6. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარებისა და გამოყენების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას; ბ) შეიმუშავებს და გამოსცემს სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისათვის აუცილებელ ნორმატიულ აქტებს; გ) ზედამხედველობს ამ კანონის შესრულებას; დ) ქმნის სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიას და კომისიის მიერ შემუშავებულ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას; ვ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აძლევს რეკომენდაციებს ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად; ზ) ამ კანონისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სახელმწიფო ორგანოს დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მოთხოვნით; თ) ახორციელებს საინფორმაციო და მეთოდური უზრუნველყოფის ღონისძიებებს სახელმწიფო ენის სფეროში; ი) ახორციელებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე. 8. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა სავალდებულოა. 9. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად სახელმწიფო ორგანოებისაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან და ინდივიდუალური საწარმოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოებისა და პირების მიერ სახელმწიფო ენის დეპარტამენტისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა ინფორმაციის მიუწოდებლობად ჩაითვლება. ინფორმაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარედგინოს. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ოქტ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ენის შესახებ

  • 37სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა
  • 40კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 34სახელმწიფო ენის გამოცდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 4¹სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
  • 3სამინისტროს ხელმძღვანელობა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 13
  • 5
  • 24¹

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 7სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენცია

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

  • 17¹საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის სტატუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 4ცენტრის სამართლებრივი სტატუსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13524¹4¹37464137403417¹36
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ენის შესახე…საქართველოს განათლების…საქართველოს მთავრობის …სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026