1.სამსახური არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2.სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სამსახურს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.
2¹.სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ნიმუშს და მისი გამოყენების პირობებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი „ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით .
3.სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4.სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2944 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4332 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.
