პროკურატურის შესახებ

მუხლი 39. გათავისუფლება რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირებისას

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიანუგზარ მოსიძესალომე ოსეფაშვილი

1.რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და შესაძლოა შეეთავაზოს გადაყვანა პროკურატურის სისტემის სხვა სტრუქტურულ დანაყოფში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე.

2.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წერილობითი თანხმობით ირიცხება საკადრო რეზერვში.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკადრო რეზერვში მყოფ პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის განმავლობაში, თუ ამ ვადაში არ დაუკავებია პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამგვარ საქმიანობას. საკადრო რეზერვში მყოფი პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, მისივე წერილობითი თანხმობით, შეიძლება დაინიშნოს პროკურატურის სისტემაში.

4.საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, ჩარიცხული პირი ანაზღაურების გარეშე ირიცხება საკადრო რეზერვში მომდევნო 9 თვის განმავლობაში, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის ან საქმიანობის დაკავებამდე ან პირადი განცხადების საფუძველზე მის ამორიცხვამდე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და შესაძლოა შეეთავაზოს გადაყვანა პროკურატურის სისტემის სხვა სტრუქტურულ დანაყოფში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე. 2. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წერილობითი თანხმობით ირიცხება საკადრო რეზერვში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკადრო რეზერვში მყოფ პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის განმავლობაში, თუ ამ ვადაში არ დაუკავებია პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამგვარ საქმიანობას. საკადრო რეზერვში მყოფი პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, მისივე წერილობითი თანხმობით, შეიძლება დაინიშნოს პროკურატურის სისტემაში. 4. საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, ჩარიცხული პირი ანაზღაურების გარეშე ირიცხება საკადრო რეზერვში მომდევნო 9 თვის განმავლობაში, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის ან საქმიანობის დაკავებამდე ან პირადი განცხადების საფუძველზე მის ამორიცხვამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 ოქტ. 2008

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²⁴7¹ (დ…44134211513¹ (…386134388539
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებპოლიციის შესახებპროფესიული საჯარო მოხე…სამხედრო პოლიციის თანა…დანაშაულის პრევენციის,…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა