Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 34

პროკურატურის შესახებ

მუხლი 34. თანამდებობის დაკავების წესი და კრიტერიუმები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5678910111213

1.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია კონკურსის ან სტაჟირების გზით, რომელთა წესს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

2.გენერალური პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კონკურსისა და სტაჟირების გავლის გარეშე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება, თუ პირი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ შესაბამის კრიტერიუმებს.

3.პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, ჩაბარებული აქვს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, დადებული აქვს პროკურატურის თანამშრომლის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები.

4.პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნ პირს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

4¹.პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის წერილობითი ეტაპი უნდა მოიცავდეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდით გათვალისწინებული დისციპლინების იდენტურ საგამოცდო დისციპლინებს.

5.პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან: ა) გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები; ბ) პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) პროკურატურის სტაჟიორად დასანიშნი პირი, აგრეთვე სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნი პირი.

6.პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისგან თავისუფლდებიან: გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, აგრეთვე პირი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ბ) აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

7.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით დასანიშნი პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ბ) აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

8.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის გარეშე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს გამომძიებლად, მოსამართლედ, სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ბ) აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და პროკურატურის სისტემიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში დათხოვნილია პირადი განცხადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, შტატების შემცირების ან სხვა სამსახურში გადასვლის გამო; გ) პროკურატურის სისტემის საკადრო რეზერვში ჩარიცხული პირია; დ) წარმატებით აქვს გავლილი სტაჟირება პროკურატურის სისტემაში და სტაჟირების გავლიდან არ არის გასული 3 წელი; ე) სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია უმაღლესი აკადემიური წრეებიდან.

9.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასანიშნი პირი თავისუფლდება სტაჟირების გავლისგან.

10.პირმა, რომელიც აკმაყოფილებს სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში.

11.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი დანიშვნამდე გადის პროფესიული გადამზადების არაუმეტეს 2-თვიან კურსს, რომლის წარმატებით გავლის შემდგომ ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე.

12.პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს ან პროკურატურიდან ითხოვს გენერალური პროკურორი.

13.პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შრომით ხელშეკრულებას, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, დებს ან წყვეტს გენერალური პროკურორი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესებით. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №1915 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია კონკურსის ან სტაჟირების გზით, რომელთა წესს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 2. გენერალური პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კონკურსისა და სტაჟირების გავლის გარეშე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება, თუ პირი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ შესაბამის კრიტერიუმებს. 3. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, ჩაბარებული აქვს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, დადებული აქვს პროკურატურის თანამშრომლის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები. 4. პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნ პირს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები. 4 1 . პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის წერილობითი ეტაპი უნდა მოიცავდეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდით გათვალისწინებული დისციპლინების იდენტურ საგამოცდო დისციპლინებს. 5. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან: ა) გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები; ბ) პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) პროკურატურის სტაჟიორად დასანიშნი პირი, აგრეთვე სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნი პირი. 6. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისგან თავისუფლდებიან: გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, აგრეთვე პირი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ბ) აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. 7. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით დასანიშნი პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ბ) აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის გარეშე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს გამომძიებლად, მოსამართლედ, სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ბ) აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და პროკურატურის სისტემიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში დათხოვნილია პირადი განცხადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, შტატების შემცირების ან სხვა სამსახურში გადასვლის გამო; გ) პროკურატურის სისტემის საკადრო რეზერვში ჩარიცხული პირია; დ) წარმატებით აქვს გავლილი სტაჟირება პროკურატურის სისტემაში და სტაჟირების გავლიდან არ არის გასული 3 წელი; ე) სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია უმაღლესი აკადემიური წრეებიდან. 9. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასანიშნი პირი თავისუფლდება სტაჟირების გავლისგან. 10. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში. 11. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი დანიშვნამდე გადის პროფესიული გადამზადების არაუმეტეს 2-თვიან კურსს, რომლის წარმატებით გავლის შემდგომ ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე. 12. პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს ან პროკურატურიდან ითხოვს გენერალური პროკურორი. 13. პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შრომით ხელშეკრულებას, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, დებს ან წყვეტს გენერალური პროკურორი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესებით. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №1915 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
  2. 19 დეკ. 2023

    დაემატა სტაჟიორთა კონკურსის წერილობითი ეტაპის დისციპლინების წესი (4¹ პუნქტი) და გამოცდისგან გათავისუფლების ახალი ჯგუფი (მე-5 პუნქტის „გ“); მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გამოცდილების მოთხოვნა 4-დან 2 წლამდე შეიცვალა.

  3. 24 ოქტ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 35

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №16

  • 3 ცვლილება · ბოლო 25 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 84

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 63პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესი და პირობები
  • 16გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმები და წესი
  • 36პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი
  • 37გამომძიებელი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 35რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესი
  • 57მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სასამართლოს აპარატის თანამშრომელ ს თანამდებობაზე დანიშვნისას
  • 34მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 84²სტაჟიორისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 195საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი

ადვოკატთა შესახებ

  • 10მოთხოვნები ადვოკატისადმი

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 37²სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1037²333735573484²8463163619534
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს პარლამენტი…ადვოკატთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026