Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 81

პროკურატურის შესახებ

მუხლი 81. შრომის ანაზღაურება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:აღმასრულებელი მენეჯმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.პროკურატურის თანამშრომლის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკლასო დანამატსა და ფულად ჯილდოს. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე წოდებისთვის დადგენილ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

2.პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს. იგი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე რანგის დანამატს, წოდებისთვის დადგენილ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

3.პროკურატურის თანამშრომლის სახელფასო დანამატის ოდენობას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების, ასევე განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, განსაზღვრავს გენერალური პროკურორი გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში.

4.პროკურატურის თანამშრომლის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) სახელფასო დანამატი გაიცემა „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონები ს შესაბამისად.

5.პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პროკურატურის თანამშრომლის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პროკურატურის თანამშრომლის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი.

6.დაუშვებელია პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს შემცირება მისი უფლებამოსილების განმავლობაში, გარდა ამ კანონის 76-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის (გარდა პროკურატურის სტაჟიორისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს საბაზო თანამდებობრივი სარგოს 1.2 კოეფიციენტის ნამრავლზე ნაკლები. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურატურის თანამშრომლის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკლასო დანამატსა და ფულად ჯილდოს. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე წოდებისთვის დადგენილ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 2. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს. იგი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე რანგის დანამატს, წოდებისთვის დადგენილ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 3. პროკურატურის თანამშრომლის სახელფასო დანამატის ოდენობას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების, ასევე განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, განსაზღვრავს გენერალური პროკურორი გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. 4. პროკურატურის თანამშრომლის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) სახელფასო დანამატი გაიცემა „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონები ს შესაბამისად. 5. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პროკურატურის თანამშრომლის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პროკურატურის თანამშრომლის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი. 6. დაუშვებელია პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს შემცირება მისი უფლებამოსილების განმავლობაში, გარდა ამ კანონის 76-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის (გარდა პროკურატურის სტაჟიორისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს საბაზო თანამდებობრივი სარგოს 1.2 კოეფიციენტის ნამრავლზე ნაკლები. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 19 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 19 დეკ. 2023

    მე-2 პუნქტში სიტყვა „სარგოს“ შეიცვალა ფორმით „სარგოსა“, რაც წოდებისთვის დადგენილ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს ერთ ჩამონათვალში აერთიანებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 80შემდეგი მუხლი 82

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის კომპენსაციის სტრუქტურირება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2023
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 76

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 83სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მინიჭების წესი
  • 80სოციალური დაცვა
  • 40უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 69მოსამართლის შრომის ანაზღაურება

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 9პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა კომპენსაციის გაანგარიშება

პოლიციის შესახებ

  • 54პოლიციელის ხელფასი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹³მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 5შრომის ანაზღაურების განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14²⁸აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 57მოხელის შრომის ანაზღაურება
  • 120თანამდებობრივი სარგოების დადგენა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 32²სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32²14²⁸11¹³969545712057683804081
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაერთო სასამართლოების …სახელმწიფო კომპენსაციი…პოლიციის შესახებდანაშაულის პრევენციის,…საჯარო დაწესებულებაში …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026