1.პროკურატურის თანამშრომლის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით.
2.პროკურატურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
3.პროკურატურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა, ასევე მისი ოჯახის წევრის (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი/ნაშვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა, რომელიც ფინანსდება პროკურატურის მიერ, პროკურატურისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან, სადაზღვევო ორგანიზაციასთან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას არ ექვემდებარება, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, ანაზღაურებს პროკურატურა.
5.პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფომ შესაძლებელია უზრუნველყოს აუცილებელი საცხოვრებელი ფართით ანდა აუნაზღაუროს საამისოდ საჭირო ხარჯები.
6.პროკურატურის თანამშრომელი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.
7.პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, პროკურატურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა.
7¹.პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, პროკურატურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა.
8.პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობენ შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები – შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.
9.პროკურატურის თანამშრომლის საწვავით, ავტომანქანით და სხვა შეღავათით უზრუნველყოფის წესს ადგენს გენერალური პროკურორი.
10.პროკურატურის თანამშრომელს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი
თ დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურატურის თანამშრომლის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით.2. პროკურატურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.3. პროკურატურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა, ასევე მისი ოჯახის წევრის (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი/ნაშვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა, რომელიც ფინანსდება პროკურატურის მიერ, პროკურატურისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან, სადაზღვევო ორგანიზაციასთან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას არ ექვემდებარება, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, ანაზღაურებს პროკურატურა.5. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფომ შესაძლებელია უზრუნველყოს აუცილებელი საცხოვრებელი ფართით ანდა აუნაზღაუროს საამისოდ საჭირო ხარჯები.6. პროკურატურის თანამშრომელი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.7. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, პროკურატურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა.71. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, პროკურატურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა.8. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობენ შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები – შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.9. პროკურატურის თანამშრომლის საწვავით, ავტომანქანით და სხვა შეღავათით უზრუნველყოფის წესს ადგენს გენერალური პროკურორი.10. პროკურატურის თანამშრომელს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №10 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 29 დეკ. 2018ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-7 პუნქტში დარჩა მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 3 თვის ანაზღაურებადი შვებულება პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ხოლო არაუმეტეს 1 წლის ანაზღაურებისგარეშე შვებულება ცალკე 7¹ პუნქტად ჩამოყალიბდა; „ან/და“ კავშირი ამოღებულია.
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებპოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სახალხო და…საქართველოს ფინანსთა ს…სააღსრულებო წარმოებათა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა