პროკურატურის შესახებ

მუხლი 10. გენერალური პროკურატურა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გენერალური პროკურატურა არის პროკურატურის ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.

2.გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

3.გენერალური პროკურორის არყოფნის ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

4.გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია დეპარტამენტები და სამმართველოები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

5.დეპარტამენტის და სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გენერალური პროკურატურა არის პროკურატურის ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი. 2. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. გენერალური პროკურორის არყოფნის ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. 4. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია დეპარტამენტები და სამმართველოები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 5. დეპარტამენტის და სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12653361591311128718610
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისახელმწიფო აუდიტის სამ…სამხედრო პროკურატურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა