Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 131¹

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 131¹. თემატური მოკვლევა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, უმაღლესი საბჭოს წევრთაგან, კომიტეტის ან უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს.

2.უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კომიტეტს წარუდგინოს შემოსული განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები.  აღნიშნულ საკითხზე/საკითხებზე მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის/წევრის ან უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ წარდგენილი აქტუალური საკითხიდან/საკითხებიდან გამომდინარე, მუდმივმოქმედი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ.

4.თემატური მოკვლევის საკითხი და ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა შესახებ, რომლებმაც დაადასტურეს მოკვლევაში მათი მონაწილეობა, წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის სურვილი გამოითქვა სხვადასხვა კომიტეტში, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მოკვლევაში მონაწილე უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ.

5.თემატური მოკვლევის ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს  მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსება. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საკითხის დასახელებასა და მოკლე აღწერას, ინფორმაციას საკითხზე მომუშავე უმაღლესი საბჭოს წევრის/წევრების შესახებ, აგრეთვე დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი მოსაზრებებისა და  შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესსა და ვადებს.

6.საკითხზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მის შესწავლაში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია  საკითხის დამუშავებისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებისთვის, სწავლობს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს საკითხის შესასწავლად საჭირო ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. მოკვლევის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის წარდგენის დროს უფლება აქვთ წერილობითი დასაბუთებით მიმართონ თემატური მოკვლევის ჯგუფს, მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არგამოქვეყნების თხოვნით.

7.საკითხის მოკვლევის ფარგლებში სავალდებულოა გაიმართოს საკითხის მოსმენა, რომელზედაც მოწვეული იქნებიან დაინტერესებული პირები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რომელსაც უშუალოდ ეხება საკითხი. საკითხის მოსმენის გამართვის შესახებ ინფორმაცია  არაუგვიანეს 3 დღისა ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

8.თემატური მოკვლევის ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს დასკვნას, რომელიც წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან შესაბამის კომიტეტს. ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით.  აღნიშნული დასკვნა უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით თემატური მოკვლევის ჯგუფი სხვადასხვა კომიტეტის წევრებისგან შედგება ან საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო.  თუ საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა მიიღო, თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა წარედგინება კომიტეტს, რომელიც დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომიტეტი, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი საბჭო ან უმაღლესი საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან/და ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კომიტეტის, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი საბჭოს, უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ეგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის რეგლამენტი №67-Iს. - ვებგვერდი, 19.12.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 დეკ. 2022
წინა მუხლი 131შემდეგი მუხლი 132

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2022-12-19
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 57დროებითი კომისიის შექმნა
  • 63დროებითი კომისიის სხდომა
  • 29კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 47დროებითი კომისიის შექმნა
  • 45ინტერფრაქციული ჯგუფი
  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები
  • 6უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 61დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა
  • 67დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 14უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია
  • 13უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1413474522576329566167131¹
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026