Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 142

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 142. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 5 თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2.სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის შესახებ.

3.სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას: ა) განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სხვა კომიტეტები მათ განიხილავენ, როგორც წესი, მათი სფეროების მიხედვით; ბ) განიხილავენ ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები.

4.სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას პარლამენტი განიხილავს არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებისა.

5.პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს და უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის განრიგს და მას უგზავნის პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სხვა კომიტეტები მათი სფეროების მიხედვით, ფრაქციები და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნას ამზადებენ.

6.პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის, ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამტკიცებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობებს და მათ კანონიერებას. საწინააღმდეგო შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. თავი XVII. პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცესკოს ბიუჯეტების ფორმირება, პარლამენტის ხაზინადართა საბჭო

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 5 თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის შესახებ. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას: ა) განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სხვა კომიტეტები მათ განიხილავენ, როგორც წესი, მათი სფეროების მიხედვით; ბ) განიხილავენ ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები. 4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას პარლამენტი განიხილავს არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებისა. 5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს და უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის განრიგს და მას უგზავნის პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სხვა კომიტეტები მათი სფეროების მიხედვით, ფრაქციები და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნას ამზადებენ. 6. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის, ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამტკიცებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობებს და მათ კანონიერებას. საწინააღმდეგო შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. თავი XVII. პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცესკოს ბიუჯეტების ფორმირება, პარლამენტის ხაზინადართა საბჭო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 141შემდეგი მუხლი 143

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 144სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება
  • 138სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა და კანონის მიღება
  • 159პარლამენტის მიერ საჯარო სახსრების მართვის კონტროლი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშგება პარლამენტის წინაშე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 31მოხსენებები, ანგარიშები და დასკვნა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 57სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შემოწმება
  • 55სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 135რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 104რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 41რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 48სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31665755391041354841144138159142
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026