აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 58. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დროებითი კომისიის თანამდებობის პირები არიან კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.

2.დროებითი კომისიის თანამდებობის პირები მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ სამართლიანად და მიუკერძოებლად.

3.დროებითი კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას; ბ) წარმოადგენს კომისიას უმაღლეს საბჭოში და მის გარეთ; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას; ე) ხელს აწერს კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით; ბ) კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. გ) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების გამართვას; დ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს; ე) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4849533 (და…2 (და…5963572173627458
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფოს მიერ დაფინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა