საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 63. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს კომისიის წევრთაგან, კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს.

3.თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხოლო თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

4.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართებამეორე ტური. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

5.თუ ამ მუხლით დადგენილი წესით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩა, იგი აირჩევა წილისყრით.

6.დროებით საგამოძიებო კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის ინიციატივით უფლება აქვს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

7.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება დროებით საგამოძიებო კომისიას.

8.დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ უნდა აცნობოს პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2026 – 2 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 2 მარ. 2026 – 1 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

  4. 26 დეკ. 2025 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  5. 1 აგვ. 2025 – 26 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42492548595832217462671563
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა