საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 78. დროებითი კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიში, აქტები და მათი განხილვის წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დროებითი კომისია მისი უფლებამოსილების ვადის ბოლოს, ხოლო პარლამენტის უფლებამოსილების ვადით შექმნილი დროებითი კომისია − მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ, პარლამენტის ბიუროს წარუდგენს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. დროებით კომისიას შეუძლია აგრეთვე პარლამენტის ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინოს შუალედური ანგარიში.

2.დროებით კომისიას შეუძლია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშაოს შემდეგი აქტები: დასკვნა და რეკომენდაცია.

3.დროებით კომისიას უფლება აქვს, თავისი აქტები რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს, დაწესებულებას ან უწყებას გადაუგზავნოს. დროებითი კომისიის აქტების შესაბამისი ორგანოსთვის, დაწესებულებისთვის ან უწყებისთვის გადაგზავნის შემთხვევაში დროებით კომისიას საკითხის განხილვის შედეგებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.

4.დროებითი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

5.პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია დროებითი კომისიის ანგარიში, დასკვნა, რეკომენდაცია შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.

6.დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც დროებითი კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.

7.დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის თაობაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროებითი კომისია მისი უფლებამოსილების ვადის ბოლოს, ხოლო პარლამენტის უფლებამოსილების ვადით შექმნილი დროებითი კომისია − მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ, პარლამენტის ბიუროს წარუდგენს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. დროებით კომისიას შეუძლია აგრეთვე პარლამენტის ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინოს შუალედური ანგარიში. 2. დროებით კომისიას შეუძლია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშაოს შემდეგი აქტები: დასკვნა და რეკომენდაცია. 3. დროებით კომისიას უფლება აქვს, თავისი აქტები რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს, დაწესებულებას ან უწყებას გადაუგზავნოს. დროებითი კომისიის აქტების შესაბამისი ორგანოსთვის, დაწესებულებისთვის ან უწყებისთვის გადაგზავნის შემთხვევაში დროებით კომისიას საკითხის განხილვის შედეგებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში. 4. დროებითი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს. 5. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია დროებითი კომისიის ანგარიში, დასკვნა, რეკომენდაცია შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით. 6. დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც დროებითი კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან. 7. დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის თაობაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42555153296561632172657778
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი თვითმმართვ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა