1.დროებითი კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენისთვისაც პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2.დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას შენიშვნები.
3.თუ დროებითი კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და სარგებლობისათვის კანონით დადგენილი წესები.
