Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 58

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 58. უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.უმაღლესი საბჭო იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.

2.უმაღლესი საბჭო თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის მეორე სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის მესამე სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

3.სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

4.უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია გახსნილად და დახურულად ცხადდება შესაბამისად უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ან უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. მორიგი სესიის გახსნისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიმართავს უმაღლეს საბჭოს.

5.უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე − მორიგი სესიის მიმდინარეობისას.

6.უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია და სხდომა მოიწვევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

7.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას.

8.მთავრობის თავმჯდომარე ან უმაღლესი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადასცემს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.

9.უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

10.უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის მოწვევისას მისი დღის წესრიგი განისაზღვრება ამ რეგლამენტით მე-60 მუხლით დადგენილი წესით.

11.უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა. უმაღლეს საბჭოს შეუძლია მორიგი სესიის დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი, რომლის განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 8 მაისის რეგლამენტი №11 - ვებგვერდი, 13.05.2025წ.

რედაქციების შედარება

1. უმაღლესი საბჭო იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე. 2. უმაღლესი საბჭო თავისიმორიგ უფლებითსესიაზე იკრიბებააფხაზეთის მორიგავტონომიური სესიაზერესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება  წელიწადში ორჯერ.ორჯერ, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის მეორეპირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის მესამეპირველ სამშაბათს   და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს. 3. სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 4. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია გახსნილად და დახურულად ცხადდება შესაბამისად უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ან უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. მორიგი სესიის გახსნისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიმართავს უმაღლეს საბჭოს. 5. უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე − მორიგი სესიის მიმდინარეობისას. 6. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია და სხდომა მოიწვევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 7. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. 8. მთავრობის თავმჯდომარე ან უმაღლესი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადასცემს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა. 9. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. 10. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის მოწვევისას მისი დღის წესრიგი განისაზღვრება ამ რეგლამენტით მე-60 მუხლით დადგენილი წესით. 11. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა. უმაღლეს საბჭოს შეუძლია მორიგი სესიის დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი, რომლის განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 8 მაისის რეგლამენტი №11 - ვებგვერდი, 13.05.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 13 მაი. 2025
  2. 24 აპრ. 2014
წინა მუხლი 57³შემდეგი მუხლი 59

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-05-13
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 60

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 59მორიგი სესიის მუშაობის განრიგი
  • 19უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა
  • 63პლენარული სხდომა . პლენარული სხდომის ოქმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 68უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები
  • 74მორიგი სესიის პლენარული სხდომა
  • 69უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 8უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 16უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
  • 10უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 80პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიები, რიგგარეშე სხდომა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 44პარლამენტის სესია და სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 8უმაღლესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16104460591963687469880858
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026