Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 78

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 78. პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს, ასევე შესაძლებელია საჯარო სხდომის პირდაპირი ტელერადიოტრანსლაცია. საჯარო პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და საზოგადოების წარმომადგენლებს.

2.უმაღლესი საბჭოს საჯარო სხდომა გადაიცემა ინტერნეტტრანსლაციით.

3.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პლენარულ სხდომაზე მოიწვიოს ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.

4.ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

5.დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.

6.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე დამსწრეთ ჩაქუჩის ორი დარტყმით აცნობებს სხდომის დაწყებას, ხოლო სამი დარტყმით – სხდომის დამთავრებას. ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ჩაქუჩის ერთი დარტყმით აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვაში ეხმარებიან უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

7.უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი. უმაღლესი საბჭოს დახურული სხდომის ოქმის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებს, მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ასევე იმ ორგანოთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული სხდომის მუშაობაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის რეგლამენტი №28-IIს - ვებგვერდი, 25.05.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.  უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს, ასევე შესაძლებელია საჯარო სხდომის პირდაპირი ტელერადიოტრანსლაცია. საჯარო პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და საზოგადოების წარმომადგენლებს. 2. უმაღლესი საბჭოს საჯარო სხდომა გადაიცემა ინტერნეტტრანსლაციით. 3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პლენარულ სხდომაზე მოიწვიოს ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები. 4. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 5. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე. 6. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე დამსწრეთ ჩაქუჩის ორი დარტყმით აცნობებს სხდომის დაწყებას, ხოლო სამი დარტყმით – სხდომის დამთავრებას. ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ჩაქუჩის ერთი დარტყმით აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვაში ეხმარებიან უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. 7. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი. უმაღლესი საბჭოს დახურული სხდომის ოქმის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებს, მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ასევე იმ ორგანოთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული სხდომის მუშაობაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის რეგლამენტი №28-IIს - ვებგვერდი, 25.05.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 25 მაი. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 77შემდეგი მუხლი 79

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 1 ცვლილება · ბოლო 25 მაი. 2021
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 157

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 70უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი
  • 74მორიგი სესიის პლენარული სხდომა
  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 63პლენარული სხდომა . პლენარული სხდომის ოქმი
  • 81პლენარული სხდომის ოქმი
  • 60პლენარული სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 84პარლამენტის პლენარული სხდომა
  • 111პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი და სტენოგრამა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 16 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
  • 12 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
  • 11 (დანართი 1)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 8უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16 (დ…12 (დ…11 (დ…63816015770747688411178
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026