განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 45. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი; სამშენებლო დოკუმენტი

რედაქცია №30კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №31 (02.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №30 (01.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამშენებლო დოკუმენტის პროექტი არის ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული ან/და დამტკიცებული დოკუმენტები/პროექტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველს.

2.სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმის, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის ან/და ამ დადგენილების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია/დოკუმენტების საფუძველზე.

3.ამ დადგენილების 23-ე და 24-ე მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის და ამ დადგენილების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია/დოკუმენტების საფუძველზე.

4.სამშენებლო დოკუმენტის პროექტში მითითებული უნდა იყოს ფურცლების რაოდენობა და ყოველი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული ისე, რომ იძლეოდეს მისი განმახორციელებელი შესაბამისი სამშენებლო საქმიანობის ძირითადი და მათ შორის, პასუხისმგებელი სპეციალისტების იდენტიფიცირების საშუალებას.

5.სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემადგენელი ნაწილები შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი შეთავსებული სახით (ერთ ფორმატში გაერთიანებული ან სხვადასხვა ფორმატში გადანაწილებული).

6.დამკვეთის გადაწყვეტილებით სამშენებლო დოკუმენტის პროექტი შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს: ა) ტერიტორიის ფოტოებს; ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.

7.სამშენებლო დოკუმენტი არის სათანადო პირ(ებ)ის მიერ ხელმოწერილი/დამოწმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის ერთობლიობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
611106101¹1126 (და…7 (და…22452481813445
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…სამშენებლო პროდუქტების…კანონი საქართველოს საბ…სამშენებლო საქმიანობის…სანებართვო დოკუმენტაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა