ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 38 (დანართი 1). განაშენიანების სიმაღლე

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაშენიანების სიმაღლე არის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტებით და ამ ძირითადი დებულებებით განსაზღვრული განაშენიანების ჰორიზონტალური წარმოსახვითი ხაზი, რომელიც ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დაზუსტდეს ისტორიული გარემოს, ბუნებრივი ლანდშაფტის, ინსოლაციის და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი სიმაღლე განისაზღვრება შენობის/ნაგებობის საანგარიშო ზედაპირით.

3.განაშენიანების სიმაღლე დგინდება განაშენიანების გეგმებით და მიეთითება შენობის/ნაგებობის საანგარიშო სიმაღლე ან შენობის/ნაგებობის ზედა ზღვარი.

4.აეროდრომის დაცვის არეში (რაიონში) შენობა-ნაგებობის განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური სიმაღლეები განისაზღვრება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე. წინააღმდეგობრივი ნორმების არსებობისას მოქმედებს ამ ძირითადი დებულებების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი. თავი VI. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების წესი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3837414067695126939 (დ…2 (და…33 (დ…40 (დ…35 (დ…38 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…კულტურული მემკვიდრეობი…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა