ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 45 (დანართი 1). მიწის ნაკვეთის შემოღობვის წესი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კოდექსის 77-ე მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ისე უნდა იქნეს შემოღობილი (გარდა სამშენებლო მოედნის დროებითი ღობით შემოღობვისა), რომ უზრუნველყოფილ იქნეს განათებულობის, განიავების, დასახლების იერსახის ესთეტიური ხარისხის შენარჩუნების ესთეტიკურობის შენარჩუნება და სხვა საჯარო ინტერესების დაცვა.

2.მიწის ნაკვეთის შემოღობვა შესაძლებელია: ა) მიწის ნაკვეთის საზღვრებში ან საზღვრის პირზე; ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრებზე (საზიარო საზღვარი).

3.ღობის სიმაღლე განისაზღვრება გრუნტის ზედაპირიდან ღობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე. ამასთან, ღობის გასწვრივ ქანობიანი გრუნტის ზედაპირის შემთხვევაში – საშუალო სიმაღლით, ხოლო ღობის განივად გრუნტის ზედაპირის განსხვავებული ნიშნულების შემთხვევაში – გრუნტის ზედაპირის ყველაზე მაღალი ნიშნულიდან.

4.ღობის სიმაღლეში არ იანგარიშება მისი კონსტრუქციული მდგრადობისთვის განკუთვნილი დგარები ან/და სვეტები, რომელთა სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 2,5 მ-ს, კვეთის ზომები არ აღემატება 40 სმ-ს და დაშორება არ არის 2 მ-ზე ნაკლები.

5.სამშენებლო ტერიტორიაზე კაპიტალური, ყრუ ღობის მაქსიმალური დასაშები სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არის 1.8 მეტრი, რომელზეც დასაშვებია მსუბუქი არაყრუ კონსტრუქციის ან გამწვანების მოწყობა, არაუმეტეს 0.4 მეტრისა.

6.არასამშენებლო ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ არაყრუ, გრუნტის ზედაპირიდან არაუმეტეს 1.5 მეტრი სიმაღლის მქონე დროებითი ღობის განთავსება.

7.დაუშვებელია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის შემოღობვა ან/და მიწის ნაკვეთის შესასვლელებთან ბარიერების მოწყობა, გარდა სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით დაშვებულისა.

8.ღობის მოწყობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №551 - ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1821110771037427553048 (დ…21 (დ…43 (დ…45 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…ტერიტორიების გამოყენებ…განსაკუთრებული მნიშვნე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა