საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 106. ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების გამოყენება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტი თავისუფალ მიმოქცევაში გაიშვება და იმპორტის გადასახადის ოდენობა გაანგარიშდება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადამუშავებული პროდუქტის მიმართ გამოიყენება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში გამოსაყენებელი ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება გადამუშავების შედეგად მიღებულ ნარჩენზე.

3.შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას და იმპორტის გადასახადის ოდენობის ამ კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაანგარიშებისას გადამუშავებული პროდუქტისთვის დადგენილი ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ ანალოგიური ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები გამოიყენება.

4.გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები არ გამოიყენება, თუ: ა) ეს პროდუქტი ინარჩუნებს ქართულ წარმოშობას ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად; ბ) გარე გადამუშავება მოიცავს შეკეთებას, მათ შორის, ამ კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენებას; გ) გარე გადამუშავება გამოიყენება ამ კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი გადამუშავებისთვის. თავი XVII. იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების განსაკუთრებული შემთხვევები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტი თავისუფალ მიმოქცევაში გაიშვება და იმპორტის გადასახადის ოდენობა გაანგარიშდება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადამუშავებული პროდუქტის მიმართ გამოიყენება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში გამოსაყენებელი ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება გადამუშავების შედეგად მიღებულ ნარჩენზე. 3. შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას და იმპორტის გადასახადის ოდენობის ამ კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაანგარიშებისას გადამუშავებული პროდუქტისთვის დადგენილი ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ ანალოგიური ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები გამოიყენება. 4. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები არ გამოიყენება, თუ: ა) ეს პროდუქტი ინარჩუნებს ქართულ წარმოშობას ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად; ბ) გარე გადამუშავება მოიცავს შეკეთებას, მათ შორის, ამ კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენებას; გ) გარე გადამუშავება გამოიყენება ამ კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი გადამუშავებისთვის. თავი XVII. იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების განსაკუთრებული შემთხვევები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
109198199101² (დ…14715336535414214814915106
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…საქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…სამშენებლო პროდუქტების…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა