Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 155

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 155. საქონლის გატანამდე განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია. ზოგადი დეკლარაციის წარდგენა ხდება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე.

2.ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება: ა) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი; ბ) საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაჩერების გარეშე გადაადგილებული საქონელი; გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი, რომელზედაც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია; დ) საქონელი, რომელზედაც წარდგენილია რეექსპორტის დეკლარაცია; ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონელი.

3.საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის ან ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.

4.საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია გადამზიდავმა უნდა წარადგინოს. გადამზიდავის ვალდებულების მიუხედავად, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარადგინოს ექსპორტიორმა, ტვირთის გამგზავნმა ან სხვა პირმა, რომლის დავალებითაც მოქმედებს გადამზიდავი, ან ნებისმიერმა სხვა პირმა, რომელსაც შეუძლია ამ საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენა ან რომელმაც წარადგინა იგი აღნიშნულ პუნქტში.

5.საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ პერიოდში.

6.საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად შეტყობინების წარდგენა და, შესაბამისად, წვდომა ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებულ შესაბამის მონაცემებზე ზოგადი დეკლარირების განმახორციელებელი პირის კომპიუტერულ სისტემაში.

7.საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის წესი, ვადა და შემთხვევები, როდესაც საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ ხდება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია. ზოგადი დეკლარაციის წარდგენა ხდება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე. 2. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება: ა) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი; ბ) საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაჩერების გარეშე გადაადგილებული საქონელი; გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი, რომელზედაც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია; დ) საქონელი, რომელზედაც წარდგენილია რეექსპორტის დეკლარაცია; ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონელი. 3. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის ან ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები. 4. საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია გადამზიდავმა უნდა წარადგინოს. გადამზიდავის ვალდებულების მიუხედავად, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარადგინოს ექსპორტიორმა, ტვირთის გამგზავნმა ან სხვა პირმა, რომლის დავალებითაც მოქმედებს გადამზიდავი, ან ნებისმიერმა სხვა პირმა, რომელსაც შეუძლია ამ საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენა ან რომელმაც წარადგინა იგი აღნიშნულ პუნქტში. 5. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ პერიოდში. 6. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად შეტყობინების წარდგენა და, შესაბამისად, წვდომა ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებულ შესაბამის მონაცემებზე ზოგადი დეკლარირების განმახორციელებელი პირის კომპიუტერულ სისტემაში. 7. საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის წესი, ვადა და შემთხვევები, როდესაც საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ ხდება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 154შემდეგი მუხლი 156

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 213

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 66საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა
  • 156საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა
  • 157საქონლის გატანისას განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 27 (დანართი 1)

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 77 (დანართი 1)აქციზის დეკლარაციის შევსება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 168დეკლარირების წესი
  • 72¹საგადასახადო დოკუმენტი
  • 153დეკლარაციის წარდგენა

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101416872¹15377 (დ…27 (დ…51² (დ…21366156157155
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…სამშენებლო პროდუქტების…გადასახადების ადმინისტ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026