1.დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ აქციზის განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან ზედმეტად ჩართული.
2.დეკლარაცია მოიცავს 6 განაყოფს: I – სატიტულო ნაწილი, II – „აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ“, III – აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება, IV – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის (მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი) და მე-13 სტრიქონით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის (მეთანალი (ფორმალდეჰიდი)) აღრიცხვა, V – ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ აქციზურ მარკებზე, რომლის მიღებიდან 6 თვეში არ განხორციელდა საქონლის იმპორტი/აქციზით დასაბეგრი ოპერაცია ან რომლის მიღებიდან 6 თვეში არ განხორციელდა სეს ესნ 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული იმპორტირებული საქონლის ნიშანდება, VI – ინფორმაცია აქციზურ მარკებზე, რომლის ნიშანდებითაც განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი/აქციზით დასაბეგრი ოპერაცია ან რომლითაც განხორციელდა სეს ესნ 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული იმპორტირებული საქონლის ნიშანდება საანგარიშო პერიოდში და დეკლარაციის დანართს.
3.დეკლარაციის დანართი წარედგინება საგადასახადო ორგანოს დეკლარაციასთან ერთად და არის მისი შემადგენელი ნაწილი. ამასთან, აღნიშნული დანართი არ ივსება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე.
4.დეკლარაციის შევსება ხდება აქციზის გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
5.აქციზური საქონლის ექსპორტისას, თუ აქციზის გადამხდელს არ გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვლისწინებული საქონლის ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტები, ბრუნვის ამ ნაწილში გაანგარიშებული უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზი.
6.დეკლარაციის უჯრაში, რომელშიც მითითებულია მონაცემის გამოთვლის არითმეტიკული წესი, შეიტანება ამ წესით განსაზღვრული მონაცემი. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო დეკლარაციაში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
7.დეკლარაციის I განაყოფში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდეს შესახებ.
8.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
9.დეკლარაციის II განაყოფი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელშიც აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
10.III განაყოფში მიეთითება: ა) იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო პერიოდში გადამხდელის მიერ აქციზით დასაბეგრი ოპერაციები (საქონლის გამოყენება ან/და მიწოდება) არ განხორციელებულა და ამასთან, იგი მაინც წარადგენს დეკლარაციას, განაყოფის სტრიქონებზე დაისმევა ტირე „–„ ; ბ) პირველ სტრიქონზე აისახება გადასახდელი აქციზის თანხა აქციზით დასაბეგრ ოპერაციაზე, რომელიც არ ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას (მიწოდებული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი, დამკვეთისათვის გადაცემული, არააქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონელი და სხვ); გ) მე-2 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა აქციზური საქონლის ექსპორტზე, რომლის განხორციელება არ დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტებით; დ) მე-3 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე; ე) მე-4 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა აქციზური მარკების დანაკლისზე; ვ) მე-5 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა იმპორტიორის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობისას აქციზური მარკების დაუბრუნებლობის შემთხვევაში; ვ 1 ) 5 1 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა პირის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობისას აქციზური მარკების დაუბრუნებლობის შემთხვევაში; ზ) მე-6 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისათვის; კერძოდ, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირის მიერ აღნიშნული საქონლის: ზ.ა) მიწოდების შემთხვევაში; ზ.ბ) არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში; ზ.გ) სხვა აქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში. შენიშვნა: აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:
1.რეალიზებულ/გადაცემულ აქციზურ საქონელზე, თუ იგი არ არის წარმოებული ამ საქონლის მესაკუთრის მიერ;
2.აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, თუ აქციზი გადახდილია აქციზური მარკების შეძენისას;
3.ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება. თ) მე-7 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ექვემდებარება გადაანგარიშებას საქონლის იმპორტისას ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად ან/და აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია იმპორტისათვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე; თ 1 ) 7 1 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება გადაანგარიშებას ფაქტობრივად განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად ან/და აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია ადგილობრივი აქციზური საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე; ი) მე-8 სტრიქონზე – ჩასათვლელი აქციზის თანხა, რომელიც მოიცავს: ი.ა) დასაბეგრ ოპერაციაზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზის თანხა (დეკლარაციის დანართის სვეტი 12 + სვეტი 14), მაგრამ არაუმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზის თანხისა; ი.ბ) აქციზის თანხა დასავარგებელ აქციზურ საქონელზე (დეკლარაციის დანართის სვეტი 16); ი.გ) აქციზის თანხა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის საბოლოო მომხმარებელი; კ) მე-9 სტრიქონზე – აქციზის თანხა დაბრუნებულ საქონელზე (აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე), რომელიც მიწოდებული იქნა ადრე და ასახული იქნა წინა პერიოდების საგადასახადო დეკლარაციებში; ლ) მე-10 სტრიქონზე – აქციზის თანხა დაბრუნებულ აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე; მ) მე-11 სტრიქონზე – ადრე ჩათვლილი აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, მათ შორის: მ.ა) დაბრუნებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ადრე ჩათვლილი აქციზის თანხა; მ.ბ) დასავარგებელ საქონელზე ჩათვლილი აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, რადგან არ იქნა გამოყენებული აქციზით დასაბეგრ ოპერაციებზე; ნ) მე-12 სტრიქონზე – ექსპორტზე ადრე გადახდილი აქციზის თანხა, რომლის ექსპორტი დოკუმენტურად დადასტურდა მოცემულ საანგარიშო პერიოდში; ო) მე-13–მე-14 სტრიქონებზე – გადასახდელი და შესამცირებელი აქციზის თანხის სტრიქონების ჯამი; პ) მე-15 სტრიქონზე – აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის ბარათზე” დარიცხვას; ჟ) მე-16 სტრიქონზე – აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის ბარათზე” ასახვას; რ) მე-17 სტრიქონზე – მისართის, გამხსნელის, ანტიდეტონატორის, მეთანალის (ფორმალდეჰიდი), რომელიც გამოიყენება არააქციზური საქონლის წარმოებისათვის, იმპორტისას გადახდილი აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის ბარათზე“ ასახვას.
10¹.IV განაყოფში მიეთითება: ა) შესაბამის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული საქონლის (მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი, მეთანალის (ფორმალდეჰიდი)) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღი, სერია და ნომერი, იმპორტირებული საქონლის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდი, საქონლის რაოდენობა კილოგრამებში; ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოყენებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში, მათ შორის, არააქციზური საქონლის წარმოებისათვის; გ) საქონლის ნაშთი თვის ბოლოსათვის. შენიშვნა :
1)დეკლარაციის IV განაყოფში წინა საანგარიშო პერიოდის ნაშთი აისახება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღისა და სერიისა და ნომრის მითითების გარეშე. ამასთან, წინა საანგარიშო პერიოდის ნაშთის მითითებისას მონაცემები საქონლის რაოდენობის შესახებ შეიტანება ჯამურად სეს ესნ კოდის მიხედვით.
2)დეკლარაციის განაყოფი IV შევსებული და შესაბამისად , აქციზის დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს , იმ შემთხვევაშიც თუ დეკლარაციის განაყოფი III მიმდინარე საანგარიშო პერიოდში შევსებას არ ექვემდებარება.
11.დეკლარაციის დანართის: ა) მე-2 სვეტში – საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით; ბ) მე-3-მე-6 სვეტებში – მონაცემები აქციზური საქონლის მწარმოებლისაგან შეძენილ საქონელზე ან/და საქონლის იმპორტზე; გ) მე-7-მე-8 სვეტებში – საწარმოო რესურსების ნაშთი საანგარიშო თვის დასაწყისისათვის თითოეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით; ამასთან, დასავარგებლად გაცხადებულ საქონელზე მე-8 სტრიქონი არ ივსება; დ) მე-9-მე-14 სვეტებში – გამოყენებული საწარმოო რესურსების რაოდენობა და შესაბამისი აქციზის თანხა: დ.ა) მე-9-მე-10 სვეტებში მიეთითება ყველა ოპერაციაზე, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით აქციზისაგან გათავისუფლებულ საქონელზე გამოყენებული ნედლეულის (მათ შორის, დავარგებულის) რაოდენობა და შესაბამისი აქციზი; დ.ბ) მე-11-მე-12 სვეტებში – ნედლეულის რაოდენობა და შესაბამისი ჩასათვლელი აქციზის თანხა, რომელიც გამოყენებულ იქნა საანგარიშო თვეში ექსპორტირებულ საქონელზე, აგრეთვე საქონელზე, რომელიც გათავისუფლებულია აქციზისაგან ჩათვლის უფლებით. ექსპორტირებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე აქციზის ჩათვლის უფლების მისაღებად გადამხდელმა უნდა წარადგინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვალისწინებული ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტები; დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი – მე-12 სტრიქონი არ ივსება; დ.გ) მე-13-მე-14 სვეტებში – დასაბეგრ ოპერაციებზე, რომელიც არ არის ასახული სხვა სვეტებში, გამოყენებული ნედლეულის რაოდენობა (გარდა დამკვეთისაგან მიღებული ნედლეულისა) და აქციზის თანხა ამ ნედლეულზე, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას. დ.დ) დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი მე-14 სვეტი არ ივსება; ე) მე-15-მე-16 სვეტებში – დასავარგებელი აქციზური საქონლის რაოდენობა, რომელზეც ნებადართულია აქციზის ჩათვლა (დაბრუნება) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი, ეს სვეტები არ ივსება.
12.აქციზის დეკლარაციის V და VI განაყოფებში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სვეტებში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №541 – ვებგვერდი, 28.12.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №237 – ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 17.08.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 27.03.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №286 - ვებგვერდი, 17.09.2026წ.

