Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 66

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 66. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.

2.ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება: ა) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი; ბ) საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაჩერების გარეშე გადაზიდული საქონელი; გ) საქონელი, რომელზედაც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონელი.

3.საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია გადამზიდავმა უნდა წარადგინოს. გადამზიდავის ვალდებულების მიუხედავად, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარადგინოს იმპორტიორმა, ტვირთის მიმღებმა ან სხვა პირმა, რომლის სახელითაც მოქმედებს გადამზიდავი, ან ნებისმიერმა სხვა პირმა, რომელსაც შეუძლია ამ საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენა ან რომელმაც წარადგინა იგი აღნიშნულ პუნქტში.

4.საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს, რომლებიც დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზისთვისაა საჭირო.

5.თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემების ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირებისგან მიღება შეუძლებელია, საბაჟო ორგანოს შეუძლია ეს მონაცემები მოსთხოვოს სხვა პირს, რომელსაც აქვს მათი გაცემის უფლება.

6.საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ პერიოდში.

7.საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს შეტყობინება, თუ საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებული შესაბამისი მონაცემები, რომლებიც ზოგადი დეკლარირების განმახორციელებელი პირის კომპიუტერულ სისტემაშია განთავსებული.

8.საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ან ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.

9.საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის წესი და ვადა, შემთხვევები, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ ხდება, აგრეთვე დეკლარირებისთვის საჭირო მონაცემების სხვა პირებისთვის მოთხოვნის წესი და შემთხვევები და აღნიშნული პირების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია. 2. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება: ა) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი; ბ) საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაჩერების გარეშე გადაზიდული საქონელი; გ) საქონელი, რომელზედაც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონელი. 3. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია გადამზიდავმა უნდა წარადგინოს. გადამზიდავის ვალდებულების მიუხედავად, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარადგინოს იმპორტიორმა, ტვირთის მიმღებმა ან სხვა პირმა, რომლის სახელითაც მოქმედებს გადამზიდავი, ან ნებისმიერმა სხვა პირმა, რომელსაც შეუძლია ამ საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენა ან რომელმაც წარადგინა იგი აღნიშნულ პუნქტში. 4. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს, რომლებიც დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზისთვისაა საჭირო. 5. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემების ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირებისგან მიღება შეუძლებელია, საბაჟო ორგანოს შეუძლია ეს მონაცემები მოსთხოვოს სხვა პირს, რომელსაც აქვს მათი გაცემის უფლება. 6. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ პერიოდში. 7. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს შეტყობინება, თუ საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებული შესაბამისი მონაცემები, რომლებიც ზოგადი დეკლარირების განმახორციელებელი პირის კომპიუტერულ სისტემაშია განთავსებული. 8. საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ან ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები. 9. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის წესი და ვადა, შემთხვევები, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ ხდება, აგრეთვე დეკლარირებისთვის საჭირო მონაცემების სხვა პირებისთვის მოთხოვნის წესი და შემთხვევები და აღნიშნული პირების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 213მუხლი 73

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 155საქონლის გატანამდე განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 73საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა
  • 67საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 77 (დანართი 1)აქციზის დეკლარაციის შევსება
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 67საგადასახადო დეკლარაცია
  • 168დეკლარირების წესი
  • 72¹საგადასახადო დოკუმენტი

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 27 (დანართი 1)

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 11¹საქონლის მითითება და კლასიფიკაცია

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 3ზოგადი პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹6716872¹77 (დ…17 (დ…27 (დ…31² (დ…732131556766
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სამშენებლო პროდუქტების…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო საზღვრის რე…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026