Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 50

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 50. ბავშვის სოციალური აქტივობის ხელშეწყობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ბავშვისთვის შეთავაზებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი განვითარების ხელშემწყობი, აუცილებელი ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები.

2.ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა თავისი შინაარსითა და მეთოდოლოგიით ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ის ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

3.ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა მოიცავს შესაბამის პროცესში ჩართულ ბავშვზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ, ზოგად (ღია) და ჯგუფურ ღონისძიებებს.

4.ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები შეიძლება იყოს: ა) არაფორმალური განათლება ზოგადი, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ტექნიკური, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით; ბ) გონებრივი განვითარებისა და ფიზიკური აქტივობის ხელშემწყობი სპორტული და გასართობი ღონისძიებები; გ) სასკოლო ან შრომით ვალდებულებებსა და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული ღონისძიებები; დ) საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამები; ე) ბავშვთა დასვენების პროგრამები; ვ) ბავშვთა საკონსულტაციო პროგრამები; ზ) კულტურული და სახელოვნებო პროგრამები; თ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განმავითარებელი პროგრამები.

5.ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.

6.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსახორციელებელი ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ამ კოდექსის შესაბამისად.

7.მუნიციპალიტეტი ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს ახორციელებს მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ან შესაბამისი სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

8.არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამის ან ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამის/მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის სამინისტროსთან/ მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. ბავშვისთვის შეთავაზებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი განვითარების ხელშემწყობი, აუცილებელი ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები. 2. ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა თავისი შინაარსითა და მეთოდოლოგიით ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ის ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას. 3. ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა მოიცავს შესაბამის პროცესში ჩართულ ბავშვზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ, ზოგად (ღია) და ჯგუფურ ღონისძიებებს. 4. ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები შეიძლება იყოს: ა) არაფორმალური განათლება ზოგადი, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ტექნიკური, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით; ბ) გონებრივი განვითარებისა და ფიზიკური აქტივობის ხელშემწყობი სპორტული და გასართობი ღონისძიებები; გ) სასკოლო ან შრომით ვალდებულებებსა და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული ღონისძიებები; დ) საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამები; ე) ბავშვთა დასვენების პროგრამები; ვ) ბავშვთა საკონსულტაციო პროგრამები; ზ) კულტურული და სახელოვნებო პროგრამები; თ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განმავითარებელი პროგრამები. 5. ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლებისაგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და მეცნიერებისსპორტის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. 6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსახორციელებელი ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა განისაზღვრება საქართველოს განათლებისაგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და მეცნიერებისსპორტის მინისტრის ბრძანებით, ამ კოდექსის შესაბამისად. 7. მუნიციპალიტეტი ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს ახორციელებს მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ან შესაბამისი სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 8. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამის ან ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამის/მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის სამინისტროსთან/ მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

წინა მუხლი 49შემდეგი მუხლი 51

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ადგილობრივი თვითმმ… 17მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 48ბავშვის სოციალური განვითარების მხარდაჭერა
  • 51ბავშვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა
  • 52ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 7შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 3—
  • 27—
  • 19—

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 16სოციალური მუშაობა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის სფეროში
  • 18სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით
  • 6ბავშვთა დაცვა

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

  • 5—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53271917176161817485152750
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…კონვენცია ბავშვის უფლე…სოციალური მუშაობის შეს…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025