ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 51. ბავშვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვის სოციალური ინკლუზიის პროგრამა ითვალისწინებს თანასწორი მოპყრობის საფუძველზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა ბავშვის თანაბარი მონაწილეობის მხარდაჭერას, მათ შორის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სპორტული, კულტურული და პროფესიული ორიენტაციის ღონისძიებებით. სოციალური ინკლუზიის მიზანია, აღიაროს, რომ ყველა ბავშვი ღირებული და მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობა და მონაწილეობის უფლება უთანასწორო მოპყრობისა და ბარიერების გარეშე.

2.ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვის მონაწილეობის, მრავალფეროვანი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების, არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ხელშეწყობაზე.

3.ბავშვის სოციალური ინკლუზიის სახელმწიფო პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.

4.მუნიციპალიტეტი ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

5.არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამის ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
233271723171617504846735851
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…ადრეული და სკოლამდელი …კონვენცია ბავშვის უფლე…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა