ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 52. ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:დასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვის სოციალური აქტივობის მხარდასაჭერად იქმნება ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები.

2.ბავშვის მოხალისეობრივი საქმიანობა გულისხმობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას, რაც არ უნდა აფერხებდეს მისი სხვა უფლებების, განსაკუთრებით − განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის უფლებების, სრულფასოვან რეალიზებას.

3.ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებს შეიმუშავებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

4.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებში მონაწილე ბავშვის წახალისებას ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და საუნივერსიტეტო სწავლების ფარგლებში. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. თავი VIII ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19231916750488516916617352
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…მოხალისეობის შესახებთავდაცვის კოდექსიადრეული და სკოლამდელი …სამოქალაქო უსაფრთხოები…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა