ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 82. ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების პრინციპის დაცვით სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, კანონის მიღების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დროს.

2.ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებამდე ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე ამ გადაწყვეტილების ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგების წინასწარ შეფასებას და გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მონიტორინგის რეგულარულად განხორციელებას.

3.სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დასანერგად განახორციელოს ყველა საჭირო ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიება: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი კანონის მიღების ან/და საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების დროს და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ კანონის ან კანონქვემდებარე აქტის პროექტის შემუშავებისას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე; გ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის ნორმატიული სამართლებრივი აქტის შემუშავებისას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
251¹17¹31227758169733182
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…შეზღუდული შესაძლებლობი…ნორმატიული აქტების შეს…ადრეული და სკოლამდელი …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა