Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 31

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 31. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:GDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობამონაცემთა დამუშავებაკონფიდენციალურობა AI-შიმონაცემთა გაჟონვის მართვაAI დასაქმებაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.თუ მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წინასწარ განახორციელოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება.

2.გარდა პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელება სავალდებულოა, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: ა) მონაცემთა სუბიექტისთვის სამართლებრივი, ფინანსური ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგის მქონე გადაწყვეტილებას იღებს სრულად ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე; ბ) ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს; გ) ახორციელებს მონაცემთა სუბიექტების ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

3.მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შექმნას წერილობითი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს: ა) მონაცემთა კატეგორიის, მათი დამუშავების მიზნების, პროპორციულობის, პროცესისა და საფუძვლების აღწერას; ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის შესაძლო საფრთხეების შეფასებას და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების აღწერას.

4.მონაცემთა დამუშავების პროცესის არსებითი ცვლილების შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია განაახლოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი შეინახოს მონაცემთა დამუშავების მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემთხვევაში − არანაკლებ 1 წლის ვადით.

5.თუ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების შედეგად გამოვლინდება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის მაღალი საფრთხე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საფრთხეების არსებითად შესამცირებლად და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის მიზნით მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. თუ დამატებითი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებით შეუძლებელია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხის არსებითად შემცირება, მონაცემები არ უნდა დამუშავდეს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიმართვის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია; ბ) დაგეგმილი მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაცია; გ) მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად განსაზღვრული უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (მისი არსებობის შემთხვევაში) საკონტაქტო ინფორმაცია; ე) მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება; ვ) სხვა (დამატებითი) ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.

7.მონაცემთა სუბიექტების დიდ რაოდენობად მიიჩნევა საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3 პროცენტისა, რომელიც გამოითვლება მოსახლეობის აღწერის ბოლო შედეგების მიხედვით.

8.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემთა დაცვის ზეგავლენის დოკუმენტი არ ექვემდებარება გასაჯაროებას, თუ ამით შეიძლება საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, დანაშაულის თავიდან აცილებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ანდამუშავებაზე უფლებამოსილი პირის აღმატებულ ლეგიტიმურ ინტერესებს.

9.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმები და შეფასების განხორციელების წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. თუ მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წინასწარ განახორციელოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება. 2. გარდა პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელება სავალდებულოა, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: ა) მონაცემთა სუბიექტისთვის სამართლებრივი, ფინანსური ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგის მქონე გადაწყვეტილებას იღებს სრულად ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე; ბ) ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს; გ) ახორციელებს მონაცემთა სუბიექტების ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 3. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შექმნას წერილობითი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს: ა) მონაცემთა კატეგორიის, მათი დამუშავების მიზნების, პროპორციულობის, პროცესისა და საფუძვლების აღწერას; ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის შესაძლო საფრთხეების შეფასებას და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების აღწერას. 4. მონაცემთა დამუშავების პროცესის არსებითი ცვლილების შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია განაახლოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი შეინახოს მონაცემთა დამუშავების მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემთხვევაში − არანაკლებ 1 წლის ვადით. 5. თუ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების შედეგად გამოვლინდება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის მაღალი საფრთხე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საფრთხეების არსებითად შესამცირებლად და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის მიზნით მიმართოს სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურს. თუ დამატებითი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებით შეუძლებელია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხის არსებითად შემცირება, მონაცემებიმონაცემთა დამუშავება არ უნდა დამუშავდეს.განხორციელდეს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მიმართვის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია; ბ) დაგეგმილი მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაცია; გ) მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად განსაზღვრული უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (მისი(ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკონტაქტო ინფორმაცია; ე) მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება; ვ) სხვა (დამატებითი) ინფორმაცია სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. 7. მონაცემთა სუბიექტების დიდ რაოდენობად მიიჩნევა საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3 პროცენტისა, რომელიც გამოითვლება მოსახლეობის აღწერის ბოლო შედეგების მიხედვით. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემთა დაცვის ზეგავლენის დოკუმენტი არ ექვემდებარება გასაჯაროებას, თუ ამით შეიძლება საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, დანაშაულის თავიდან აცილებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ანდამუშავებაზე უფლებამოსილი პირის აღმატებულ ლეგიტიმურ ინტერესებს. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმები და შეფასების განხორციელების წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 17პერსონალურ დეკემბრისმონაცემთა კანონიდაცვის №1289სამსახურის –უფროსის ვებგვერდი,ნორმატიული 23.12.2025წ.აქტით.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონფიდენციალობის ზემოქმედების შეფასება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა გაჟონვაზე რეაგირება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (Processor)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №9

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 80

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 27მონაცემთა უსაფრთხოება
  • 5მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
  • 36დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 17მონაცემთა უსაფრთხოება
  • 5მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
  • 16უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავება

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 12- პერსონალური ინფორმაცია და მონაცემთა დაცვა
  • 17- მონაცემთა უსაფრთხოება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 17¹რეგულირების ზეგავლენის შეფასება

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 31ინფორმაციის ანალიზი

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 38მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 15სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17¹175163115121738802753631
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოსა და ევროჯა…ნორმატიული აქტების შეს…სოციალური მუშაობის შეს…ოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026