საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

მუხლი 3. - თანამშრომლობის ფარგლები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 15 აგვ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველო და ევროჯასტი  ითანამშრომლებენ საქმიანობის იმ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრულია ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-6 მუხლში, მე-7 მუხლსა და 27b მუხლში და მხედველობაში მიიღებენ უფლებამოსილებას, რომელიც მინიჭებული აქვთ ეროვნულ წევრებს ევროჯასტის გადაწყვეტილების 9a-9f მუხლების საფუძველზე, ევროჯასტის კომპეტენციის ფარგლებში ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-4 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ შეიცვლება ევროჯასტის მანდატი, რომლითაც გაფართოვდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის არეალი ან/და კომპეტენცია, ევროჯასტი, იმ თარიღიდან როცა ევროჯასტის შეცვლილი მანდატი შევა ძალაში, გაუგზავნის საქართველოს წერილობით შეთავაზებას, რათა გააფართოვოს შეთანხმების გავრცელების ფარგლები ახალი მანდატის გათვალისწინებით. შეთანხმება ახალ მანდატთან დაკავშირებით გამოიყენება იმ თარიღიდან, როცა ევროჯასტი მიიღებს საქართველოსგან წინადადებაზე წერილობით თანხმობას, მისი შიდა პროცედურების შესაბამისად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
311821276430¹67419253
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოსა და ევროჯა…სამართალდაცვით სფეროში…სისხლის სამართლის საერ…ენერგეტიკისა და წყალმო…პროკურატურის შესახებსისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა