Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 7

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 7. თანამშრომლობა მოთხოვნის საფუძველზე

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ექსტრადიციახელშეკრულებათა სამართალისავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2.მოთხოვნა და მასზე პასუხი უნდა გაიგზავნოს და მიღებული უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, ამ კანონით დადგენილი კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით. მოთხოვნაზე პასუხი უნდა გაიგზავნოს გონივრულ ვადაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან მოთხოვნით კონკრეტული ვადა არ არის დადგენილი.

3.გადაუდებელ შემთხვევაში ამ კანონის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ზეპირი ფორმითაც. თანამშრომლობის თაობაზე ზეპირი მოთხოვნა უნდა დადასტურდეს წერილობით მანამ, სანამ მოთხოვნაში მითითებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ პასუხი მომთხოვნ სამართალდამცავ ორგანოს გაეგზავნება. უკიდურესად გადაუდებელ შემთხვევაში პასუხი შეიძლება იყოს ზეპირი ფორმის, რომელიც შემდგომ გონივრულ ვადაში წერილობით უნდა დადასტურდეს. პასუხი უნდა გაიგზავნოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო თუ ვადა დადგენილი არ არის − გონივრულ ვადაში.

4.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს: ა) მომთხოვნი სამართალდამცავი ორგანოს დასახელება; ბ) მოთხოვნის მიმღები სამართალდამცავი ორგანოს დასახელება; გ) მოთხოვნის საგანი; დ) მოთხოვნის მიზეზი; ე) სასურველი ღონისძიებების ჩამონათვალი და მისაღწევი მიზანი; ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესრულების სასურველი ვადა; ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას.

5.თუ თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შესრულება არ განეკუთვნება მოთხოვნის მიმღები სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციას, მან აღნიშნული მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს თავისი ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შესასრულებლად და შემდგომ მოთხოვნის შესრულების შედეგები თავად უნდა აცნობოს მომთხოვნ სამართალდამცავ ორგანოს ან ამის განხორციელება სთხოვოს თავისი ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

6.თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით.

რედაქციების შედარება

1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 2. მოთხოვნა და მასზე პასუხი უნდა გაიგზავნოს და მიღებული უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, ამ კანონით დადგენილი კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით. მოთხოვნაზე პასუხი უნდა გაიგზავნოს გონივრულ ვადაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან მოთხოვნით კონკრეტული ვადა არ არის დადგენილი. 3. გადაუდებელ შემთხვევაში ამ კანონის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ზეპირი ფორმითაც. თანამშრომლობის თაობაზე ზეპირი მოთხოვნა უნდა დადასტურდეს წერილობით მანამ, სანამ მოთხოვნაში მითითებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ პასუხი მომთხოვნ სამართალდამცავ ორგანოს გაეგზავნება. უკიდურესად გადაუდებელ შემთხვევაში პასუხი შეიძლება იყოს ზეპირი ფორმის, რომელიც შემდგომ გონივრულ ვადაში წერილობით უნდა დადასტურდეს. პასუხი უნდა გაიგზავნოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო თუ ვადა დადგენილი არ არის − გონივრულ ვადაში. 4. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს: ა) მომთხოვნი სამართალდამცავი ორგანოს დასახელება; ბ) მოთხოვნის მიმღები სამართალდამცავი ორგანოს დასახელება; გ) მოთხოვნის საგანი; დ) მოთხოვნის მიზეზი; ე) სასურველი ღონისძიებების ჩამონათვალი და მისაღწევი მიზანი; ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესრულების სასურველი ვადა; ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას. 5. თუ თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შესრულება არ განეკუთვნება მოთხოვნის მიმღები სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციას, მან აღნიშნული მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს თავისი ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შესასრულებლად და შემდგომ მოთხოვნის შესრულების შედეგები თავად უნდა აცნობოს მომთხოვნ სამართალდამცავ ორგანოს ან ამის განხორციელება სთხოვოს თავისი ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს. 6. თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო განაცხადი მადრიდის ოქმის საფუძველზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოლაპარაკებები საერთაშორისო შეთანხმებებზესერვისის გვერდი
  • სამართლებრივი ურთიერთდახმარება სისხლის სამართლის საქმეებზესერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №6

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 4სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები
  • 8სპონტანური თანამშრომლობა
  • 5კომუნიკაციის არხები და საშუალებები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 9საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის ფორმა და მისი მიღების პირობები
  • 32თანამშრომლობის ფორმები
  • 31თანამშრომლობის ძირითადი პრინციპი

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 3კომუნიკაციის არხები და საშუალებები
  • 2სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები
  • 56³ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები

პროკურატურის შესახებ

  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 37საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 28საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
932313256³1112174853037287
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამართალდაცვით სფეროში…სისხლის სამართლის საერ…სისხლის სამართლის სფერ…პროკურატურის შესახებფულის გათეთრებისა და ტ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025