საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

მუხლი 19. - პასუხისმგებლობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 15 აგვ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილი

1.საქართველო საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ იმ ზიანზე, რომელიც მიადგა პირს ევროჯასტთან გაზიარებული მონაცემების სამართლებრივი თუ ფაქტობრივი შეცდომის გამო. საქართველომ არ უნდა განაცხადოს, რომ ევროჯასტმა გადასცა არასწორი ინფორმაცია დაზარალებული მხარის წინაშე პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ევროჯასტის გადაწყვეტილების 24-ე მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად, თუ ევროჯასტის, ან ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს, ან მესამე  ორგანოს მიერ მონაცემების შეცდომით გაზიარებას შედეგად მოჰყვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეცდომა, ევროჯასტი იქნება ვალდებული, მოთხოვნის შემთხვევაში, აანაზღაუროს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გადახდილი კომპენსაცია,  გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემები გამოყენებული იყო ამ ხელშეკრულების დარღვევით. ამ პუნქტის დებულებები გამოიყენება მაშინაც, როდესაც ევროჯასტის, ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, ან სხვა მესამე სახელმწიფოს, ან მესამე     ორგანოს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას შედეგად მოჰყვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეცდომა.

3.იმ შემთხვევაში, თუ ევროჯასტი ვალდებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ან სხვა  მესამე სახელმწიფოს, ან მესამე ორგანოს აუნაზღაუროს დაზარალებული მხარისთვის გადახდილი კომპენსაცია, და ზიანი დადგა საქართველოს მიერ წინამდებარე შეთანხმებით     გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველო იქნება ვალდებული, მოთხოვნის შემთხვევაში, გადაუხადოს ევროჯასტს ის თანხა, რაც მან გადაუხადა წევრ სახელმწიფოს ან სხვა მესამე სახელმწიფოს ან მესამე ორგანოს აღნიშნული თანხის დაბრუნების მიზნით.

4.მხარეებმა არ უნდა მოსთხოვონ ერთმანეთს კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ზიანისათვის, იმ ფარგლებში, თუ კომპენსაცია ზიანისთვის აღსრულდა როგორც სადამსჯელო, გაიზარდა ან არ წარმოადგენს საკომპენსაციო ზიანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
195844⁶100598167542924631112419
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოსა და ევროჯა…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…ატმოსფერული ჰაერის დაც…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა