სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 2. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც წესი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

2.სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც საქართველოს არა აქვს დადებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება.

3.ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საკითხებზე, გარდა ამ კანონის III და VI თავებით გათვალისწინებული საკითხებისა.

4.ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ნაცვალგების პირობები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ გარანტიებს, თუმცა არ გამოირიცხება უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება.

5.ინდივიდუალური შეთანხმება დადებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მხოლოდ კონკრეტული შემთხვევისთვის და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ გარანტიებს, თუმცა არ გამოირიცხება უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება.

6.ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის ან მისი დამხმარის მეშვეობით, „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით , ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5080 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც წესი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. 2. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც საქართველოს არა აქვს დადებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება. 3. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საკითხებზე, გარდა ამ კანონის III და VI თავებით გათვალისწინებული საკითხებისა. 4. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ნაცვალგების პირობები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ გარანტიებს, თუმცა არ გამოირიცხება უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება. 5. ინდივიდუალური შეთანხმება დადებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მხოლოდ კონკრეტული შემთხვევისთვის და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ გარანტიებს, თუმცა არ გამოირიცხება უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება. 6. ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის ან მისი დამხმარის მეშვეობით, „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით , ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5080  – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 7 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
323117123464673052
მნიშვნელობით ახლოსსამართალდაცვით სფეროში…სისხლის სამართლის სფერ…პოლიციის შესახებსაქართველოსა და ევროჯა…სისხლის სამართლის საერ…პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა