Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 25

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 25. ტრანსსასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ნახშირბადის ბაზრებიბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.კომისია თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან, მხარეების მარეგულირებელ ორგანოებთან და უზრუნველყოფს მათთვის მათი ვალდებულებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას. მას ასევე უფლება აქვს, თავად გამოითხოვოს ასეთი ინფორმაცია. ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობის არანაკლებ იგივე დონე, რაც მოთხოვნილი იქნება ინფორმაციის გამცემი ორგანოს მიერ.

2.კომისია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თანამშრომლობს რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე, რათა: ა) ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით ხელი შეუწყოს საოპერაციო მექანიზმების შექმნას, აგრეთვე ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ერთობლივ გაცვლასა და ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებას და უზრუნველყოს ურთიერთადამაკავშირებლების სიმძლავრის სათანადო დონე რეგიონში და რეგიონებს შორის, მათ შორის, ახალი ურთიერთდამაკავშირებლების მეშვეობით, რაც იძლევა ეფექტიანი კონკურენციის განვითარებისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესების საშუალებას ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა მხარის მიმწოდებელ საწარმოებს შორის, დისკრიმინაციის გარეშე; ბ) მონაწილეობა მიიღოს ქსელის წესების შემუშავებაში; გ) მონაწილეობა მიიღოს იმ გადატვირთვის მართვის წესების შემუშავებაში, რომლებიც გავრცელდება საქართველოზე და, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს საქართველო რეგიონულად კოორდინირებული სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის მარეგულირებელ მექანიზმებში.

3.მარეგულირებელი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ სხვა უფლებამოსილ მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს ურთიერთთანამშრომლობის ღონისძიებებში.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო კონსულტაციების გზით და მათი განსაზღვრული კომპეტენციისა და სამართლებრივი უფლებამოსილების შეზღუდვის გარეშე.

5.კომისია ვალდებულია შეასრულოს ენერგეტიკული გაერთიანების უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიღებული, საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულო ყველა გადაწყვეტილება. ევროპის კავშირის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში და, შესაბამისად, ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მიღებული სახელმძღვანელო პრინციპებისა და ქსელის წესების გათვალისწინება საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ცვლილების გარეშე, ენერგეტიკულ გაერთიანებასა და საქართველოს შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებული „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმით“ განსაზღვრული, გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, კომისიამ უნდა მიიღოს ასეთი სახელმძღვანელო პრინციპები და ქსელის წესები ენერგეტიკულ გაერთიანებაში მათი მიღების შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ და უნდა განახორციელოს მათი სათანადოდ ამოქმედებისა და განხორციელების მონიტორინგი. ყველა სახელმძღვანელო პრინციპი და ქსელის წესები მიღებულ უნდა იქნეს კომისიის მიერ. ამასთანავე, მათი შემუშავება და გამოქვეყნება უნდა განხორციელდეს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

7.კომისიამ სახელმძღვანელო პრინციპებისა და ქსელის წესების მიღების მიზნით მიღებული ზომებისა და ნებისმიერი შესაბამისი ცვლილების შესახებ უნდა აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ასეთი ზომების მიღებიდან 2 კვირის ვადაში.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბლოკჩეინ bridge-ების ინტეგრაცია cross-chain ტრანზაქციებისთვისსერვისის გვერდი
  • ნახშირბადის კრედიტებით ვაჭრობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 61

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 56გადამცემი სისტემის ოპერატორის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა
  • 28კომისიის ამოცანები
  • 62ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილება და გამოყენება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში
  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი
  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 9საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 9საერთაშორისო თანამშრომლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
  • 11კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 14საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²91171696156286222251425
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…განახლებადი წყაროებიდა…ნავთობისა და გაზის შეს…ელექტრონული კომუნიკაცი…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026