Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებმუხლი 2

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

მუხლი 2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ცნება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 12 აგვ. 2011

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით.

2.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია: ა) მიწის ვაკისი, სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი; ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში; დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ; ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი.

3.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება: ა) რაიონების ადმინისტრაციული ცენტრების ამავე რაიონების დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზები; ბ) დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები; გ) რაიონების დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები; დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტების დასვენებისა და ტურიზმის ადგილების, სპორტული კომპლექსების, ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტების რაიონების, ადმინისტრაციულ ცენრებთან (რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობენ აღნიშნული ობიექტები) დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე უახლოეს რკინიგზის სადგურებთან, საზღვაო ნავსადგურებთან მისასვლელები საერთაშორისო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიდან.

4.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ ადგილობრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.

5.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 3 წელიწადში ერთხელ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 17 აგვ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 5 სექ. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 აგვ. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 აგვ. 2011 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 17 აგვ. 2011
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 17ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სამუშაოთა წარმოება
  • 10ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა
  • 13ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა პასუხისმგებლობა

საავტომობილო გზების შესახებ

  • 2საავტომობილო გზების ცნება
  • 3საავტომობილო გზების სახეობანი და კლასიფიკაცია
  • 9საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვალეობანი

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
  • 3საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 32 (დანართი 1)ზელოკალური და ლოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია და ობიექტები
  • 29 (დანართი 1)სოციალური/საინჟინრო/სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიების სისტემა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 6საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 5კანონში გამოყენებული ტერმინები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
239136532 (დ…29 (დ…1710132
მნიშვნელობით ახლოსსაავტომობილო გზების შე…ადგილობრივი მნიშვნელობ…საავტომობილო ტრანსპორტ…ტერიტორიების გამოყენებ…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 აგვ. 2011 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026