საავტომობილო გზების შესახებ

მუხლი 2. საავტომობილო გზების ცნება

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით.

2.საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია: ა) მიწის ვაკისი სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი; ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის; გ) საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში; დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები , რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ; ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1058-20202021-02-0984
    დაუშვებლობა (T5)

    რა შეღავათი უნდა უკავშირდებოდეს სერვიტუტს და რა მოვალეობა აქვს უფლებამოსილ პირს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის მიმართ?

    მოსარჩელე ითხოვდა მის მიწის ნაკვეთზე მოპასუხის სასარგებლოდ რეგისტრირებული სერვიტუტის გაუქმებასა და ახალი სერვიტუტის დადგენას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებული სერვიტუტი გააუქმა, მაგრამ ახალი სერვიტუტის დადგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა; სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გააუქმა და სარჩელს უარი უთხრა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სერვიტუტი უფლებამოსილ პირს თავისი უძრავი ქონებით სარგებლობის შეღავათს უნდა უქმნიდეს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გარიგებით წარმოშობილი სერვიტუტის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლით დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 11 ნოე. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 17 ივლ. 2006

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1315261356312 (და…29 (დ…22
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მნიშვნელობ…საავტომობილო ტრანსპორტ…საავტომობილო გზების შე…საგზაო მოძრაობის შესახ…ტრანსპორტის სფეროს მარ…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა