1.საავტომობილო გზები თავისი დანიშნულებით იყოფა საერთო სარგებლობისა და საუწყებო გზებად.
2.საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები თავისი მნიშვნელობის მიხედვით იყოფა საერთშორისო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებად.
3.საერთშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება საქართველოს და სხვა სახელმწიფოების ადმინისტრაციული, მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები.
4.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება: ა) საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვან სამრეწველო და კულტურულ ცენტრებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე მათი შემოსავლელები და მათთან მისასვლელები საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებიდან; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციული ცენტრების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების, საქართველოს მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები; გ) საქართველოს დედაქალაქთან, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან აეროპორტებისა და ნავსადგომების დამაკავშირებელი გზები.
5.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.
6.საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 5 წელიწადში ერთხელ.
7.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ამავე მუნიციპალიტეტის დასახლებებთან დამაკავშირებელი გზები; ბ) დასახლებების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გზები, რომლებიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და საუწყებო საავტომობილო გზებს არ მიეკუთვნება; დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტების, დასვენებისა და ტურიზმის ადგილების, სპორტული კომპლექსების, ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან (რომელთა ტერიტორიაზედაც მდებარეობს აღნიშნული ობიექტები) დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე უახლოეს რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან, საზღვაო ნავსადგომებთან მისასვლელები საერთაშორისო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიდან.
8.ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ ადგილობრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.
9.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან მუნიციპალიტეტის ორგანოები. როგორც წესი, იგი 3 წელიწადში ერთხელ გადაისინჯება.
10.საუწყებო საავტომობილო გზებს მიეკუთვნება: ა) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებიდან ორგანიზაციებთან მისასვლელი გზები; ბ) სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანიშნულების საწარმოების ტერიტორიებზე არსებული გზები; გ) არხების, მილგაყვანილობის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა კომუნიკაციებისა და ნაგებობების გასწვრივ გამავალი, აგრეთვე ჰიდროტექნიკურ და სხვა ნაგებობებთან მისასვლელი სამსახურებრივი და საპატრულო საავტომობილო გზები. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54 საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №855-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.280 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1035 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №494 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/9 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.საავტომობილო გზები თავისი დანიშნულებით იყოფა საერთო სარგებლობისა და საუწყებო გზებად.2.საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები თავისი მნიშვნელობის მიხედვით იყოფასაერთშორისოშიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებად.3. საერთშორისომნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება საქართველოს და სხვა სახელმწიფოების ადმინისტრაციული, მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები.4. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:ა) საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვან სამრეწველო და კულტურულ ცენტრებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე მათი შემოსავლელები და მათთან მისასვლელები საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებიდან;ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციული ცენტრების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების, საქართველოს მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები;გ) საქართველოს დედაქალაქთან, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან აეროპორტებისა და ნავსადგომების დამაკავშირებელი გზები.5. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.6. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 5 წელიწადში ერთხელ.7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:ა) მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ამავე მუნიციპალიტეტის დასახლებებთან დამაკავშირებელი გზები;ბ) დასახლებების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები;გ) მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გზები, რომლებიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და საუწყებო საავტომობილო გზებს არ მიეკუთვნება;დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტების, დასვენებისა და ტურიზმის ადგილების, სპორტული კომპლექსების, ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან (რომელთა ტერიტორიაზედაც მდებარეობს აღნიშნული ობიექტები) დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე უახლოეს რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან, საზღვაო ნავსადგომებთან მისასვლელები საერთაშორისო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიდან.8. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ ადგილობრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.9. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან მუნიციპალიტეტის ორგანოები. როგორც წესი, იგი 3 წელიწადში ერთხელ გადაისინჯება.10.საუწყებო საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:ა)საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებიდან ორგანიზაციებთან მისასვლელი გზები;ბ)სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანიშნულების საწარმოების ტერიტორიებზე არსებული გზები;გ)არხების, მილგაყვანილობის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა კომუნიკაციებისა და ნაგებობების გასწვრივ გამავალი, აგრეთვე ჰიდროტექნიკურ და სხვა ნაგებობებთან მისასვლელი სამსახურებრივი და საპატრულო საავტომობილო გზები.საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54საქართველოს 2007წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №855-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.280საქართველოს 2013 წლის6სექტემბრისკანონი№1035 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №494 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/9 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №25 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 16 სექ. 2026
მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში ნუსხის წარმდგენი სამინისტროს დასახელება ახლა არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
· გამოქვეყნდა 16 აპრ. 2025
მე-6 პუნქტში ნუსხის წარმდგენი სამინისტრო ახლა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროა.
მე-9 პუნქტის ბოლო წინადადებაში სიტყვა „გადაისინჯება“ გადავიდა წინადადების ბოლოს, „3 წელიწადში ერთხელ“-ის შემდეგ; ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ნუსხის გადასინჯვის 3-წლიანი პერიოდულობა უცვლელია.
მე-6 პუნქტში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამამტკიცებელი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობაა.
· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2010
· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008
მე-6 პუნქტში ნუსხის პრეზიდენტისთვის წარმდგენი სამინისტროა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და არა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში ნუსხას პრეზიდენტს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარუდგენს, მე-9 პუნქტში კი ადგილობრივი ნუსხის დამტკიცების სუბიექტებიდან ამოღებულია „მმართველობის“ ორგანოები; გადასინჯვის პერიოდები (5 და 3 წელი) ციფრებითაა ჩაწერილი.
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მნიშვნელობ…საავტომობილო გზების შე…ტერიტორიების გამოყენებ…საავტომობილო ტრანსპორტ…საგზაო მოძრაობის შესახ…განსაკუთრებული მნიშვნე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა