Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეტიკეტირების შესახებმუხლი 9

ენერგოეტიკეტირების შესახებ

მუხლი 9. ბაზარზე ზედამხედველობა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:საკვები და სასმელინივთების ინტერნეტიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობატელემედიცინაბრენდის დაცვაპლატფორმის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891012131415161718

1.პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს უფლებამოსილი პირი.

2.უფლებამოსილი პირი ამ კანონით გათვალისწინებულ ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს: ა) რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) საფუძვლიანი ეჭვის ან ინფორმაციის საფუძველზე, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

3.უფლებამოსილი პირი პროდუქტზე ზედამხედველობას ახორციელებს დოკუმენტური შემოწმებითა და პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით, ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ყველა დოკუმენტი.

4.თუ დოკუმენტური შემოწმებით დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმეორებით ჩაატაროს დოკუმენტური შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების შედეგები ან/და გამოვლენილი შეუსაბამობები ფორმდება შემოწმების ოქმით.

5.თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს/დილერს არ აღმოუფხვრია შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაცია.

6.თუ მიმწოდებელი/დილერი, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებს პროდუქტის რეალიზაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კანონის შესაბამისად.

7.პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში მისი ნიმუშების ტექნიკური შემოწმებით ან/და აღნიშნული ადგილებიდან აღებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმებით/გამოცდით და ფორმდება შემოწმების ოქმით.

8.ბაზარზე ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის ზედამხედველობისას უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე მისი ცალკეული კომპონენტები ან მახასიათებლები, რომელთა თაობაზედაც მას აქვს დასაბუთებული ეჭვი ან ინფორმაცია შესაძლო შეუსაბამობის შესახებ.

9.მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნიმუში/ნიმუშები, რომლის/რომელთა შესყიდვის ხარჯს უფლებამოსილი პირი აანაზღაურებს, აგრეთვე მიაწოდოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.

10.უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ფარულად შეისყიდოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი, თუ ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დროულად აღმოჩენას/ გამოვლენას. ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. [ 10. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ფარულად შეისყიდოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი, თუ ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დროულად აღმოჩენას/გამოვლენას. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 11. თუ პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული ხარჯი.

12.თუ პროდუქტის ტექნიკური შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განმეორებით შეამოწმოს პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით დადგენილი მახასიათებლების ეტიკეტსა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილთან/ფირფიტასთან შესაბამისობა.

13.(ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

14.(ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

15.როდესაც უფლებამოსილ პირს აქვს საკმარისი საფუძველი, მიიჩნიოს,  რომ პროდუქტი ქმნის რისკს ამ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასპექტებისთვის, კერძოდ, გარემოსდაცვითი და მომხმარებელთა დაცვის ასპექტებისთვის, ის ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის შეფასება ენერგოეტიკეტირების შესახებ იმ მოთხოვნებთან მიმართებით, რომლებიც აღნიშნულ რისკთან არის დაკავშირებული. მიმწოდებელი და დილერი ვალდებული არიან ამ შეფასების მიზნებისთვის უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლონ.

16.თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას გამოვლინდა ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული მახასიათებლების სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის უფლება.

17.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დადგენილების სახით მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. დადგენილების შესრულების კონტროლს ახორციელებს უფლებამოსილი პირი.

18.უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს და მოსთხოვოს მას პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში შეჩერება ამ კანონით ან/და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში შეჩერებული პროდუქტის იმპორტში გაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2555 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4403 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1692 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. თავი IV. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს უფლებამოსილი პირი. 2. უფლებამოსილი პირი ამ კანონით გათვალისწინებულ ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს: ა) რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) საფუძვლიანი ეჭვის ან ინფორმაციის საფუძველზე, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 3. უფლებამოსილი პირი პროდუქტზე ზედამხედველობას ახორციელებს დოკუმენტური შემოწმებითა და პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით, ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ყველა დოკუმენტი. 4. თუ დოკუმენტური შემოწმებით დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმეორებით ჩაატაროს დოკუმენტური შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების შედეგები ან/და გამოვლენილი შეუსაბამობები ფორმდება შემოწმების ოქმით. 5. თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს/დილერს არ აღმოუფხვრია შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაცია. 6. თუ მიმწოდებელი/დილერი, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებს პროდუქტის რეალიზაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კანონის შესაბამისად. 7. პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში მისი ნიმუშების ტექნიკური შემოწმებით ან/და აღნიშნული ადგილებიდან აღებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმებით/გამოცდით და ფორმდება შემოწმების ოქმით. 8. ბაზარზე ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის ზედამხედველობისას უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე მისი ცალკეული კომპონენტები ან მახასიათებლები, რომელთა თაობაზედაც მას აქვს დასაბუთებული ეჭვი ან ინფორმაცია შესაძლო შეუსაბამობის შესახებ. 9. მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნიმუში/ნიმუშები, რომლის/რომელთა შესყიდვის ხარჯს უფლებამოსილი პირი აანაზღაურებს, აგრეთვე მიაწოდოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. 10. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ფარულად შეისყიდოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი, თუ ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დროულად აღმოჩენას/ გამოვლენას. ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. [ 10. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ფარულად შეისყიდოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი, თუ ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დროულად აღმოჩენას/გამოვლენას. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 11. თუ პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული ხარჯი. 12. თუ პროდუქტის ტექნიკური შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განმეორებით შეამოწმოს პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით დადგენილი მახასიათებლების ეტიკეტსა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილთან/ფირფიტასთან შესაბამისობა. 13. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301). 14. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301). 15. როდესაც უფლებამოსილ პირს აქვს საკმარისი საფუძველი, მიიჩნიოს,  რომ პროდუქტი ქმნის რისკს ამ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასპექტებისთვის, კერძოდ, გარემოსდაცვითი და მომხმარებელთა დაცვის ასპექტებისთვის, ის ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის შეფასება ენერგოეტიკეტირების შესახებ იმ მოთხოვნებთან მიმართებით, რომლებიც აღნიშნულ რისკთან არის დაკავშირებული. მიმწოდებელი და დილერი ვალდებული არიან ამ შეფასების მიზნებისთვის უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლონ. 16. თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას გამოვლინდა ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული მახასიათებლების სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის უფლება. 17. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დადგენილების სახით მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. დადგენილების შესრულების კონტროლს ახორციელებს უფლებამოსილი პირი. 18. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს და მოსთხოვოს მას პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში შეჩერება ამ კანონით ან/და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში შეჩერებული პროდუქტის იმპორტში გაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2555 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4403 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1692 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. თავი IV. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2025 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 30 დეკ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 17 ივლ. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მარეგულირებელი შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარკეტპლეისის პლატფორმის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის სამართლებრივი უზრუნველყოფა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შესაბამისობის მონიტორინგი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №5

  • 2 ცვლილება · ბოლო 17 ივლ. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 11საჯარო შესყიდვების… 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 11¹გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები
  • 13⁴საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება
  • 13²ტერმინთა განმარტება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 25 (დანართი 1)რისკის შემცველი სამშენებლო პროდუქტების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები
  • 26 (დანართი 1)დოკუმენტური შეუსაბამობები
  • 11 (დანართი 1)ავტორიზებული წარმომადგენლის ვალდებულებები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 21კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე
  • 33კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 23მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიშვალდებულება

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 37კონტროლი და ინსპექტირება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 40რეგულირებული შეთანხმების შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
213313⁶13⁴13²25 (დ…26 (დ…11 (დ…101111¹40923379
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეტიკეტირების შეს…საჯარო შესყიდვების შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო პროდუქტების…ლიცენზიებისა და ნებართ…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026