ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 116. ენერგეტიკული ბაზრის ზედამხედველობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ენერგეტიკულ ბაზარს ზედამხედველობს კომისია ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების შესაბამისად.

2.კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე აქვეყნებს ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშს, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მოიცავდეს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის, ფუნქციონირებისა და ორგანიზების დეტალურ მიმოხილვას, ბაზრის მონაწილეების საქმიანობისა და საბაზრო ფასების ანალიზს, რეგულირებული ტარიფების გამოყენებას, საბოლოო მომხმარებლისთვის არსებულ ფასებს და ენერგეტიკული ბაზრის განვითარების არსებულ ტენდენციებს. კომისია უფლებამოსილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების შესახებ განცალკევებული ანგარიშები გამოაქვეყნოს.

3.შესაბამისი ბაზრის ოპერატორი ამ კანონის 122-ე და 128-ე მუხლებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას: ა) აანალიზებს ენერგეტიკული ბაზრის ორგანიზებას დაკომისიას სთავაზობს მისი გაუმჯობესების ზომებს; ბ) კომისიასა და გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს წარუდგენს მოსაზრებას გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი სისტემის დაბალანსების წესების შესახებ; გ) კომისიასა და გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს წარუდგენს მოსაზრებას გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების, აგრეთვე გადატვირთვის მართვის წესების შესახებ; დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით ახორციელებს ამ კანონითა და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

4.ბაზრის ოპერატორი და გადამცემი სისტემის შესაბამისი ოპერატორი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კომისიას აწვდიან ინფორმაციას ენერგეტიკულ ბაზარზე საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ენერგეტიკულ ბაზარს ზედამხედველობს კომისია ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების შესაბამისად. 2. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე აქვეყნებს ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშს, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მოიცავდეს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის, ფუნქციონირებისა და ორგანიზების დეტალურ მიმოხილვას, ბაზრის მონაწილეების საქმიანობისა და საბაზრო ფასების ანალიზს, რეგულირებული ტარიფების გამოყენებას, საბოლოო მომხმარებლისთვის არსებულ ფასებს და ენერგეტიკული ბაზრის განვითარების არსებულ ტენდენციებს. კომისია უფლებამოსილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების შესახებ განცალკევებული ანგარიშები გამოაქვეყნოს. 3. შესაბამისი ბაზრის ოპერატორი ამ კანონის 122-ე და 128-ე მუხლებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას: ა) აანალიზებს ენერგეტიკული ბაზრის ორგანიზებას დაკომისიას სთავაზობს მისი გაუმჯობესების ზომებს; ბ) კომისიასა და გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს წარუდგენს მოსაზრებას გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი სისტემის დაბალანსების წესების შესახებ; გ) კომისიასა და გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს წარუდგენს მოსაზრებას გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების, აგრეთვე გადატვირთვის მართვის წესების შესახებ; დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით ახორციელებს ამ კანონითა და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 4. ბაზრის ოპერატორი და გადამცემი სისტემის შესაბამისი ოპერატორი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კომისიას აწვდიან ინფორმაციას ენერგეტიკულ ბაზარზე საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
208⁸228¹131213141281171211382212116
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…ელექტრონული კომუნიკაცი…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა