Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 28

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 28. კომისიის ამოცანები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ენერგეტიკული სამართალიენერგეტიკა და კომუნალური მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილებების განხორციელებისას კომისიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა შემდეგი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად: ა) ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან, ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში კონკურენტული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი შიდა ენერგეტიკული ბაზრების ხელშეწყობა და ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში არსებული ყველა მომხმარებლისა და მიმწოდებლისთვის ბაზრის ეფექტიანი გახსნის ხელშეწყობა, აგრეთვე, გრძელვადიანი ამოცანების გათვალისწინებით, ენერგეტიკული ქსელების ეფექტიანი და საიმედო ოპერირებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; ბ) ენერგეტიკულ გაერთიანებაში კონკურენტული და სათანადოდ ფუნქციონირებადი რეგიონული ენერგეტიკული ბაზრების განვითარება, ამ პუნქტით განსაზღვრული ამოცანების გათვალისწინებით; გ) ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს შორის ენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოფხვრა, მათ შორის, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განვითარებისა და ეროვნული ბაზრების ინტეგრაციის გაუმჯობესების გზით, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ენერგიის გადადინებას ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში; დ) უსაფრთხო, საიმედო, ეფექტიანი, არადისკრიმინაციული და მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემების შემუშავების ყველაზე ეფექტიანი გზით ხელშეწყობა, აგრეთვე, სისტემის მდგრადობისა და ზოგადი ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა; ე) განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დიდი თუ მცირე მასშტაბის წარმოებისა და შესაბამის გამანაწილებელ ქსელებთან მიერთებული წარმოების მოწყობილობების გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა; ვ) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოების ახალი სიმძლავრეების ქსელზე დაშვების ხელშეწყობა, კერძოდ, იმ წინააღმდეგობების აღმოფხვრა, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ბაზრის ახალი მონაწილეებისა და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დაშვებას ქსელზე; ზ) სისტემის ოპერატორებისა და სისტემით მოსარგებლეების სათანადო მოკლევადიანი და გრძელვადიანი წახალისება სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდისა და ბაზრის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით; თ) მომხმარებლების მიერ ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი ფუნქციონირების შედეგად სარგებლის მიღების შესაძლებლობა, ეფექტიანი კონკურენციის წახალისება და მომხმარებელთა დაცვა; ი) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში გაწეული საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, მოწყვლადი მომხმარებლის დაცვისა და მიმწოდებლის შეცვლისთვის საჭირო მონაცემთა გაცვლის პროცესების თავსებადობის ხელშეწყობა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანები უნდა შესრულდეს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით და აღნიშნული უწყებების უფლებამოსილებების შეზღუდვის გარეშე.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგეტიკული სამართალისერვისის გვერდი
  • კომუნალური რეგულაციების შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 2კანონის ამოცანები
  • 25ტრანსსასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობა
  • 29კომისიის ფუნქციები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში
  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 1კანონის მიზნები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 28კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები
  • 11კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 20კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 18კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20182811167225292225128
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…ელექტრონული კომუნიკაცი…ეროვნული მარეგულირებელ…განახლებადი წყაროებიდა…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026