ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 26. კომისიის დაფინანსება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია თავისი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილებების განხორციელებისას ფინანსურად დამოუკიდებელია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.

2.კომისია ყოველი წლის ბოლომდე ამტკიცებს მომავალი წლის დეტალურ ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები, სხვა სახის ფინანსური სარგებელი და კომისიის შემდეგი წლისთვის დაგეგმილი სხვა ტიპის საბიუჯეტო ხარჯები.

3.კომისია ფინანსდება რეგულირებული საქმიანობისთვის კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურიდან, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიატები და სხვა რეგულირებული საწარმოები იხდიან „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად.

4.კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრამდე ლიცენზიატებისგან და სხვა რეგულირებული საწარმოებისგან იღებს მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის ან/და ბრუნვის პროგნოზს, რის საფუძველზედაც ადგენს რეგულირების საფასურს იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ხარჯის დასაფარავად „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

5.რეგულირების საფასური კომისიის მიერ დადგენილი წესით ჩაირიცხება კომისიის საბანკო ანგარიშზე. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, განკარგოს მის ანგარიშზე არსებული სახსრები. მიმდინარე ფინანსურ წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ბიუჯეტში. კომისია უფლებამოსილია მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში წარმოშობილი ბიუჯეტის დეფიციტი შეავსოს მომდევნო წლისთვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრებიდან, რეგულირების საფასურის სათანადო კორექტირებით.

6.იმ შემთხვევაში, თუ მიღებული რეგულირების საფასური ვერ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლებამოსილია აიღოს სესხი გონივრული და გამართლებული საპროცენტო განაკვეთით. კომისიამ სესხი და შესაბამისი პროცენტი უნდა დაფაროს რეგულირების საფასურის სახით მომდევნო წელს მიღებული სახსრებიდან.

7.დასაშვებია კომისიის სარგებლობისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გრანტების მიღება.

8.ლიცენზიატებსა და სხვა რეგულირებულ საწარმოებს უფლება აქვთ, კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური აინაზღაურონ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით, საფასურით ან შესაბამის კომერციულ (საბაზრო) საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლისთვის ან მომსახურებისთვის გადახდილი ფასის მეშვეობით.

9.კომისიის ბიუჯეტი ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომისია თავისი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილებების განხორციელებისას ფინანსურად დამოუკიდებელია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად. 2. კომისია ყოველი წლის ბოლომდე ამტკიცებს მომავალი წლის დეტალურ ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები, სხვა სახის ფინანსური სარგებელი და კომისიის შემდეგი წლისთვის დაგეგმილი სხვა ტიპის საბიუჯეტო ხარჯები. 3. კომისია ფინანსდება რეგულირებული საქმიანობისთვის კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურიდან, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიატები და სხვა რეგულირებული საწარმოები იხდიან „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. 4. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრამდე ლიცენზიატებისგან და სხვა რეგულირებული საწარმოებისგან იღებს მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის ან/და ბრუნვის პროგნოზს, რის საფუძველზედაც ადგენს რეგულირების საფასურს იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ხარჯის დასაფარავად „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 5. რეგულირების საფასური კომისიის მიერ დადგენილი წესით ჩაირიცხება კომისიის საბანკო ანგარიშზე. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, განკარგოს მის ანგარიშზე არსებული სახსრები. მიმდინარე ფინანსურ წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ბიუჯეტში. კომისია უფლებამოსილია მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში წარმოშობილი ბიუჯეტის დეფიციტი შეავსოს მომდევნო წლისთვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრებიდან, რეგულირების საფასურის სათანადო კორექტირებით. 6. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული რეგულირების საფასური ვერ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლებამოსილია აიღოს სესხი გონივრული და გამართლებული საპროცენტო განაკვეთით. კომისიამ სესხი და შესაბამისი პროცენტი უნდა დაფაროს რეგულირების საფასურის სახით მომდევნო წელს მიღებული სახსრებიდან. 7. დასაშვებია კომისიის სარგებლობისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გრანტების მიღება. 8. ლიცენზიატებსა და სხვა რეგულირებულ საწარმოებს უფლება აქვთ, კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური აინაზღაურონ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით, საფასურით ან შესაბამის კომერციულ (საბაზრო) საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლისთვის ან მომსახურებისთვის გადახდილი ფასის მეშვეობით. 9. კომისიის ბიუჯეტი ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
786351213122729191326
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…ეროვნული მარეგულირებელ…ენერგეტიკისა და წყალმო…რეგულირების საფასურის …რადიაციული დაცვის, ბირ…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა