„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 11. ინფორმაციის გაცემა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებზე დაყრდნობით მზადდება: ა) ცნობა-დახასიათება, რომელიც ასახავს ინდივიდუალური უფლების ობიექტთან დაკავშირებით არქივში აღრიცხულ ბოლო მდგომარეობას; ბ) საინვენტარიზაციო გეგმა, რომელიც ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, ასევე, რიგ შემთხვევებში, უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახულ ინფორმაციას.

2.თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები სათანადო წესით დამოწმების გარეშე, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ამ დოკუმენტის დამოწმებული ასლი, ცნობა-დახასიათება ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი და მათზე გააკეთოს სათანადო ჩანაწერი ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დაუმოწმებელი ასლის სახით არსებობის თაობაზე.

3.თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში ერთ უძრავ ნივთზე დაცულია რამდენიმე ურთიერთშეუსაბამო ინფორმაცია/გეგმა, უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს ბოლო მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია/გეგმა.

4.თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე უფლება არ არის აღრიცხული ან აღრიცხულია არასრულად, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა) გასცემს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.

5.ტექნიკური აღრიცხვის არქივის საფუძველზე მომზადებულ ინფორმაციაში (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა) გაუქმებული უფლება არ მიეთითება.

6.თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივში სააღრიცხვო ბარათი ან დოკუმენტაცია ინახება რუსულ ენაზე, ინფორმაცია მზადდება და უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტების სახელმწიფო ენაზე შესრულებული თარგმანის წარმოდგენის გარეშე.

7.სააგენტო იღებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია ისეთი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცემა, რომელიც სააგენტოში არ ინახება. თავი III. რეგისტრაცია

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15⁶897271421254366¹6 (და…1311
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…სანოტარო მოქმედებათა შ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…მეწარმეთა შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…სახელმწიფო საკუთრებაში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა