ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 4 (დანართი 2). სხვა პირობები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 6 ოქტ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

2.სოციალური დახმარების უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცემის შემდგომ დადგინდა, რომ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დასრულების მომენტში ბავშვი არ განეკუთვნებოდა სოციალური დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. სხვა შემთხვევაში გაცემული სოციალური დახმარება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3.სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა შესაბამისმა სამსახურებმა, საკუთარი ტერიტორიული ერთეულების  (ფილიალები/ცენტრები და სხვა) მეშვეობით, აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

4.ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი) არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №522 – ვებგვერდი, 21.08.2020წ. დანართი №3 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №536 - ვებგვერდი, 27.08.2020წ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 27 აგვ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 მაი. 2020 – 14 აგვ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
186121712131475 (და…1 (და…1¹704 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსახალი კორონავირუსით (S…კონკურენციის შესახებსოციალური დახმარების შ…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა