ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1¹

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 6 ოქტ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ დადგენილებით, 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებული ღონისძიების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნებისათვის, დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის მიწოდება და/ან ადმინისტრირების ხელშეწყობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის.

2.ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

3.დაევალოთ ყადაღისგან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ/ პასუხისმგებელ სუბიექტებს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო და კერძო აღმასრულებელი) ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების (კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)) მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის  უზრუნველყოფა.

4.დაევალოს სსიპ − შემოსავლების სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების (კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)) ფარგლებში არ გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალება/ყადაღა). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №522 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 21 აგვ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 მაი. 2020 – 14 აგვ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1716821519271 (და…4 (და…3 (და…83141¹
მნიშვნელობით ახლოსახალი კორონავირუსით (S…ქალთა მიმართ ძალადობის…სოციალური მუშაობის შეს…სოციალური დახმარების შ…საერთაშორისო დაცვის შე…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა