შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 12. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების ან შენობის სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასების განუხორციელებლობა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განუხორციელებლობა გამოიწვევს შესაბამისად შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის დაჯარიმებას: ა) 150 მ 2 -მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით; ბ) 150 მ 2 -დან 250 მ 2 -მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით; გ) 250 მ 2 -დან 500 მ 2 -მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით; დ) 500 მ 2 ან 500 მ 2 -ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

2.ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის დაჯარიმებას: ა) 150 მ 2 -მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით; ბ) 150 მ 2 -დან 250 მ 2 -მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით; გ) 250 მ 2 -დან 500 მ 2 -მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით; დ) 500 მ 2 ან 500 მ 2 -ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

3.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5152455132136132¹13271314152612
მითითებამნიშვნელობით ახლოსშენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს სივრცის და…პროდუქტის უსაფრთხოების…ნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა