Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშენობების ენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 7

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 7. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:განახლებადი ენერგიაESG შესაბამისობაენერგიის წარმოებადაკავებასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესი მტკიცდება და ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის განთავსების წესი და მასში შესატანი ინფორმაცია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2.შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სულ მცირე: ა) შენობის ენერგოეფექტურობის შეფასებას და ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელობებს, რათა შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრემ ან/და დამქირავებელმა/მოიჯარემ შეძლოს მისი გაყიდვის ან/და გაქირავების/იჯარით გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; ბ) რეკომენდაციებს შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის ხარჯოპტიმალური გაუმჯობესების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გაუმჯობესება ენერგოეფექტურობისთვის დადგენილი მოთხოვნების მიმართ რაციონალური არ არის.

3.შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება სავალდებულოა: ა) ახალი შენობისთვის ან შენობის ნაწილისთვის; ბ) არსებული შენობისთვის, რომელიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა; გ) არსებული შენობის ნაწილისთვის, რომელიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა; დ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობისთვის, რომლის საერთო ფართობი 500 მ 2 -ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2026 წლის 30 ივნისიდან − ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობისთვის, რომლის საერთო ფართობი 250 მ 2 -ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები.

4.თუ შენობა ან შენობის ნაწილი შენობის მშენებლობის დასრულებამდე გაიყიდა ან გაქირავდა, შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს შენობის ან შენობის ნაწილის სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასება. ამ შემთხვევაში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა გაიცეს არაუგვიანეს შენობის ექსპლუატაციაში მიღებისა.

5.შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის ვალდებულებაა და დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

6.ყველა სავარაუდო მყიდველს ან დამქირავებელს/მოიჯარეს უნდა წარედგინოს მშენებარე ან აშენებული შენობის ან გასაქირავებელი/იჯარით გასაცემი შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან მისი ასლი, ხოლო შენობის ან შენობის ნაწილის გაყიდვის ან გაქირავების შემთხვევაში შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა გადაეცეს მყიდველს ან დამქირავებელს/მოიჯარეს.

7.შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა განთავსდეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე შემდეგ შენობებში: ა) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ იმ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 500 მ 2 -ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2026 წლის 30 ივნისიდან − ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 250 მ 2 -ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები; ბ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების იმ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები.

8.შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში მოცემული ენერგოეფექტურობის ინდიკატორის ან კლასის შესახებ ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში, როდესაც იყიდება ან/და ქირავდება/იჯარით გაიცემა: ა) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობა; ბ) შენობის ნაწილი, რომელსაც არ აქვს ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი, მაგრამ ეს არის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობა; გ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობის ნაწილი.

9.ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 10 წელი. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024

    მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში ვალდებულებები გავრცელდა შენობის ნაწილის მესაკუთრეზეც და დაზუსტდა სერტიფიკატის დანიშნულება; მე-3 და მე-7 პუნქტებში „საჯარო დაწესებულების სარგებლობა“ შეიცვალა ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებით ან/და სარგებლობით; მე-9 პუნქტში ვადა 10 წელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საცხოვრებელი სახლის და კოტეჯის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მწვანე მშენებლობის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • სათბურის სერთიფიცირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ივნ. 2024 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2024
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 13მუხლი 14მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 4შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები
  • 5შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები
  • 13შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის წარდგენის ან/და გადაცემის წესების დარღვევა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 18შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია ან/და სერტიფიცირება და შენ
  • 17ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა
  • 28კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 33¹ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები
  • 36განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე
  • 15სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილები და მათი საექსპერტო შეფასების ჩატარების პროცედურა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 87შენობის ენერგოეფექტიანობა
  • 139¹შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიღების გარეშე 1. დაუშვებელია შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ამ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის საქართველოს კანონმდებლობი
  • 79ზოგადი მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმართ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
87139¹7933¹361513121420451817287
მითითებამნიშვნელობით ახლოსშენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეფექტურობის შესა…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026